logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
ნათია თურნავა: თუ დღესვე არ ვიფიქრებთ, განვავითაროთ საკუთარი ენერგორესურსები და გადავწყვიტოთ საიდან მოდის უახლოეს 10 წელიწადში დამატებით 30-35 მილიარდი კვ/სთ ელექტროენერგია, შეიძლება საბედისწერო შეცდომა დავუშვათ
ნათია თურნავა: თუ დღესვე არ ვიფიქრებთ, განვავითაროთ საკუთარი ენერგორესურსები და გადავწყვიტოთ საიდან მოდის უახლოეს 10 წელიწადში დამატებით 30-35 მილიარდი კვ/სთ ელექტროენერგია, შეიძლება საბედისწერო შეცდომა დავუშვათ
23:31 13.03.2021
„თუ ჩვენ დღესვე არ მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ განვავითაროთ საკუთარი ენერგორესურსები და გადავწყვიტოთ, უახლოეს 10 წელიწადში დამატებით 30-35 მილიარდი კვტ. საათი მოსახმარი ელექტროენერგია საიდან მოდის, შეიძლება საბედისწერო შეცდომა დავუშვათ, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვთარების მინისტრმა ნათია თურნავამ საზოგადოებრივ მაუწყებელზე სტუმრობისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, ჩვენი დღევანდელი12,6 მილიარდი კვტ. საათი წლიური მოხმარება უახლოეს ათ წელიწადში თითქმის გაორმაგდება.

„ეს ნიშნავს, რომ 2030 წლისთვის მინიმუმ 21 მილიარდ კვტ. საათზე გავალთ ან 24 მლრდ. კვტ საათზე, გააჩნია ტემპს. მოგეხსენებათ, ჩვენ ვავითარებთ ენერგოეფექტურობას, თუმცა როგორი ენერგოეფექტურებიც არ უნდა გავხდეთ, მოხმარების ნაწილში ეს ბევრს არაფერს შეცვლის. შეიძლება 1-2 პროცენტი დააკლდეს. ამიტომ თუ ახლავე არ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ განვავითაროთ ჩვენი საკუთარი ენერგორესურსები და უახლოეს 10 წელიწადში დამატებით 30-35 მლრდ. კვტ. საათი მოსახმარი ელექტროენერგია საიდან მოდის, შეიძლება დიდი, საბედისწერო შეცდომა დავუშვათ", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისი თქმით, საუბარი არ არის მხოლოდ მცირე ჰესებზე, რომელიც სეზონურია, არამედ საუბარია კრიტიკულად დიდ ინფრასტრუქტურაზე - ისეთ ჰესებზე, რომელიც შეინახავს წყალს და ზამთარში გამოიმუშავებს.

„დღესვე უნდა გადავწყვიტოთ, რომ ეს დამატებითი 30-35 მლრდ. კვტ. საათი სწორედ ჩვენი ენერგეტიკის შედეგი უნდა იყოს და ადგილზე გამომუშავდეს, ვინაიდან უკვე დღესაც 35%-ით ვართ დამოკიდებული გარე ენერგორესურსებეზე და 10 წელიწადში შეიძლება 50%-ით და თ გავხდეთ დამოკიდებული გარე რესურსებზე", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისი თქმით, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ელექტროენერგიის ფასების თემას განსაზღვრავს არა ჩვენი მთავრობა, ენერგოპოლიტიკა, დამოუკიდებელი მარეგულირებელი, არამედ ჩვენი მეზობლის შესაბამისი პოლიტიკის გამტარი ორგანო და ჩვენი ელექტროენერგიის საფასური დამოკიდებული იქნება მეზობელი ქვეყნების ეკონომიკურ ვითარებაზე.

„დამატებით 30-35 მილიარდი კვტ. საათი თუ არ გამომუშავდა ადგილზე და გარედან წამოვიდა, დღევანდელი ფასებით რომ განვსაზღვროთ, ეს ნიშნავს მილიარად ნახევარი დოლარის გადინებას საქართველოდან. ჩვენ რომ დავთომოთ ის ფული, რომელსაც ჩვენი მოსახლეობა ელექტროენერგიაში იხდის სხვა მეზობელი ქვეყნების, მათ შორის ჩრდილოელი მეზობლის სასარგებლოდ და ამ ქვეყნებს ვურიგებთ, ჩვენ დასაქმებულებს და ჩვენ ჰესს კი არ მოხმარდება, არამედ იგივე თურქეთში აშენებულ თურქულ ჰესს", - განაცხადა ნათია თურნავამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა