logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
ნათია თურნავა: არ გამოვრიცხავ, რომ „ნამახვანჰესის" პროექტის ინვესტორმა მომავალშიც გაიზიაროს გონივრული და დაბალანსებული წინადადებები
ნათია თურნავა: არ გამოვრიცხავ, რომ „ნამახვანჰესის" პროექტის ინვესტორმა მომავალშიც გაიზიაროს გონივრული და დაბალანსებული წინადადებები
22:35 13.03.2021
„არ გამოვრიცხავ, რომ „ნამახვანჰესის" პროექტის ინვესტორმა მომავალშიც გაიზიაროს გონივრული, დაბალანსებული წინადადებები, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „რეალური სივრცე" სტუმრობისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, ინვესტორი თვითონაც მოწადინებულია, რომ მათ ირგვლივ თანამშრომლობის კარგი გარემო შეიქმნას, რადგან სხვაგვარად პროექტის გაგრძელება გართულდება.

„თუმცა შეთავაზებული წინადადებები უნდა იყოს გონივრული. მაგალითად, წინადადება, რომ ინვესტორმა დახარჯოს 830 მილიონი დოლარი და მას საკუთრებაში ან მართლზომიერ სარგებლობაში არ ჰქონდეს ის მიწა, რომელიც კაშხლის და ნაგებობის ქვეშ უნდა იყოს, არ არის გონივრული. წინადადება, რომ, პირობითად, 5 მილიონი ლარი შეიძლება ცოტა იყოს და ფონდის მოცულობა გაიზარდოს, შეიძლება იყოს გონივრული, გნებავთ დასაქმების ნაწილში- წინადადება, რომ კომპანიამ დაასაქმოს ქართველები, რაც დღეს ხელშეკრულებაში არ არის დაფიქსირებული და ჩვენ მივიღეთ ეს შენიშვნა. ამიტომ ვთქვით, რომ ფაქტობრივად, ჩვენთან შეთანხმებით კომპანია ამაზეც იმუშავებს და რაღაც ნაწილი დასაქმებულების თავადვე დაატრენინგოს, არის გონივრული", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისი თქმით, დიალოგისთვის კარი ღიაა და უნდა ითქვას, რომ პრაქტიკულად ბოლო 2-კვირიანი დიალოგისა და შეხვედრების შემდეგ, პირველი შედეგი სახეზეა - ეს არის შეთავაზებების 4-პუნქტიანი გეგმა.

შეგახსენებთ, რომ ინვესტორთან მიღწეული შეთანხმებით, „ნამახვანი ჰესის" კაშხლის და წყალსაცავის მშენებლობა იქამდე არ დაიწყება, სანამ კვლევების გადამოწმება არ მოხდება; შეიქმნება რიონის ხეობის განვითარების 5 მილიონ ლარიანი ფონდი, კომპანიაში დაინიშნება ქართველი დირექტორი და პროექტის ზედამხედველობისთვის შეიქმნება დამოუკიდებელი საბჭო.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა