logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
ნათია თურნავა: მზად ვართ, „ნამახვანი ჰესთან" დაკავშირებით შეხვედრები უახლოეს დღეებში გაგრძელდეს
ნათია თურნავა: მზად ვართ, „ნამახვანი ჰესთან" დაკავშირებით შეხვედრები უახლოეს დღეებში გაგრძელდეს
22:20 13.03.2021
„მიუხედავად იმისა, რაც გუშინ მოხდა და რაც ორივე მხარისთვის იყო არასასიამოვნო, მოდით, მივუტევოთ ერთმანეთს, რადგან, აცდენა მოხდა მოლოდინების და მზად ვართ, გავაგრძელოთ შეხვედრები, განხილვა და მსჯელობა კონკრეტული შემოთავაზებების ირგვლივ" - ამის შესახებ ნათია თურნავამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა, სადაც „ნამახვანი ჰესთან" დაკავშირებით ქუთაისში გამართული სამუშაო შეხვედრის ჩაშლის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა.

მინისტრის განმარტებით, ქუთაისის შეხვედრა დაგეგმილი იყო საქმიან ფორმატში, სადაც კონკრეტული სპეციალისტების, კომპეტენტური ადამიანების მონაწილეობით უნდა მომხდარიყო ხელშეკრულების დეტალების, მათ შორის მიწის გადაცემისა თუ ინფრასტრუქტურული საკითხების განხილვა და შესაბამისად, მასში მინისტრების უშუალო მონაწილეობა აუცილებელი არ იყო.

„ჩვენ ველოდით, რომ საქმიანი დისკუსია იქნებოდა სპეციალისტების მონაწილეობით, მათი მოლოდინი კი იყო ალბათ უფრო პოლიტიკური დისკუსიის გამართვა, რადგან მე პოლიტიკური თანამდებობის პირი ვარ, თუმცა, არც ეგ არის პრობლემა და მზად ვართ, გავაგრძელოთ შემდგომ დღეებში შეხვედრები" - აღნიშნა მინისტრმა.

ნათია თურნავამ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ლევან დავითაშვილთან ერთად ქუთაისში შეხვედრაზე ჩავიდა არა მხოლოდ მზაობით მსჯელობისთვის, არამედ კონკრეტული, ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებით, რომლებიც შეეხება კაშხლისა და წყალსაცავის მშენებლობის დროებით შეჩერებას, ვიდრე არ მოხდება კვლევების გადამოწმება, ასევე რამდენიმემილიონიანი ფონდის შექმნა ხეობის მოსახლეობისთვის, ქართველი დირექტორის დანიშვნა და საზედამხედველო საბჭოს შექმნა მოსახლეობის ჩართულობით.

„გვესმის, რომ მტკივნეული პროცესია, რადგან ყველა ქვეყანაში ასეთ დიდ პროექტს ახლავს ხოლმე თავისი წინააღმდეგობები, ამიტომ, კიდევ ერთხელ ვამბობ, რაც ქუთაისში მოხდა, ამან ორივე მხარეზე მძიმე შთაბეჭდილება დატოვა, თუმცა, ვთვლით, რომ აცდენა იყო მოლოდინებში, ამოცანებში და მზად ვართ შემდგომი შეხვედრების გასაგრძელებლად" - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა