logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
logo2
logo2
ნათია თურნავა: საქართველოში OMV Petrom S.A-ის დონის მაღალი რეპუტაციის მქონე კომპანიის შემოსვლა მნიშვნელოვანი გზავნილია უცხოელი ინვესტორებისთვის
ნათია თურნავა: საქართველოში OMV Petrom S.A-ის დონის მაღალი რეპუტაციის მქონე კომპანიის შემოსვლა მნიშვნელოვანი გზავნილია უცხოელი ინვესტორებისთვის
16:51 10.03.2021
საქართველოს შავი ზღვის შელფზე აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი ნავთობმომპოვებელი კომპანია OMV Petrom S.A - ი ნავთობისა და გაზის კვლევა - ძიებისა და მოპოვების სამუშაოებს განახორციელებს. შესაბამის ხელშეკრულებას დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში მოეწერა ხელი. ამით საქართველო შეუერთდა იმ ქვეყნებს, სადაც შელფურ ნაწილზე ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიება მიმდინარეობს.

ხელმოწერამდე მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და კომპანია OMV Petrom S.A - ის ხელმძღვანელებს შორის შეხვედრა გაიმართა. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მიესალმება თანამშრომლობას ევროპის ნავთობმომპოვებელი კომპანიების ათეულში შემავალი OMV - ის შვილობილ კომპანია OMV Petrom S.A - თან და მზადაა, მხარი დაუჭიროს მას პროექტის წარმატებით განხორციელების პროცესში.

კონტრაქტს ხელი მოაწერეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი ტატიშვილმა და OMV Petrom S.A - ის ბიზნესის განვითარებისა და კომერციულმა დირექტორმა ხოსე რაფაელ დუკ-რამირესმა და ამავე კომპანიის ბიზნესის შეფასებისა და კვლევების დირექტორმა ბერნჰარდ კრაინერმა. ხელმოწერას დაესწრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.

„OMV Petrom"-ი ერთ-ერთი უმსხვილესი ევროპული კომპანიაა, ხოლო მისი დამფუძნებული კომპანია ავსტრიული „OMV Group" - ი ევროპის ნავთობმომპოვებელი კომპანიების ათეულში შედის. ასეთი დიდი და მაღალი რეპუტაციის მქონე, ძლიერი კომპანიის საქართველოში შემოსვლა სწორედ ახლა , როდესაც ჩვენი ეკონომიკა კოვიდ-ის გამო სირთულეებს განიცდის, არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი ზოგადად უცხოელი ინვესტორების მიმართ. მთავარი, რამაც განაპირობა ამ კომპანიის შემოსვლა, არის ჩვენი გახსნილობა, საუკეთესო ბიზნესგარემო, პოლიტიკური და მაკროეკონომიკური სტაბილურობა, მათ შორის, ის, რომ ჩვენი მთავრობა ერთგულია ევროპული რეფორმების კურსის", - აღნიშნა ნათია თურნავამ ქართულ მხარესა და OMV Petrom S.A-ის შორის ხელშეკრულების გაფორმების ღონისძიების შემდეგ.

მინისტრმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ 25-წლიანი კონტრაქტის ხელმოწერის შემდეგ პირველივე ეტაპზე ძებნა-ძიების პროცესში დამაიმედებელი სურათი გამოიკვეთება. „ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ენერგეტიკული დამოუკიდებლობა, რისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი საკუთარი რესურსების დამუშავებაა, იქნება ეს წყალი, ნავთობი თუ გაზი," - განაცხადა მინისტრმა.

OMV Petrom S.A-სთან გაფორმებული კონტრაქტი გულისხმობს შავი ზღვის კონტინენტურ შელფში (ფართობი 5282 კმ2), 25 წლის ვადით გეოლოგიური და გეოფიზიკური მონაცემების მოპოვებას, შეძენას, დამუშავებას და ხელახალი ინტერპრეტაციას - ნავთობისა და გაზის მოსაპოვებლად.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა