logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
logo2
logo2
ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირმა საქართველოს გამოცდილება ფართოზოლოვანი ინტერნეტ ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით დადებითად შეაფასა
ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირმა საქართველოს გამოცდილება ფართოზოლოვანი ინტერნეტ ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით დადებითად შეაფასა
12:56 09.03.2021
8-9 მარტს ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის ევროპული ინიციატივის „ფართოზოლოვანი ინტერნეტ ინფრასტრუქტურა, მაუწყებლობა და სიხშირული სპექტრის მენეჯმენტი" ფარგლებში მაღალი დონის ვირტუალური ფორუმი ევროპის ქვეყნებში „მნიშვნელოვანი ინტერნეტკავშირი" გაიმართა. ღონისძიება ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირისა და სლოვენიის რესპუბლიკის საჯარო ადმინისტრირების სამინისტროს ორგანიზებით ჩატარდა.

ფორუმში მოხსენებით გამოვიდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი ეკა ყუბუსიძე, რომელმაც მიმოიხილა საქართველოს მიერ ფართოზოლოვანი ინტერნეტ ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით გადადგმული და დაგეგმილი ნაბიჯები. მან ყურადღება გაამახვილა ფართოზოლოვანი ინტერნეტ ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელობაზე, განსაკუთრებით covid-19 პანდემიის დროს და აღნიშნა, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის ინტერნეტთან წვდომა წარმოადგენს ფუნდამენტალურ კონსტიტუციურ უფლებას. ფორუმზე საქართველოს წარმომადგენელმა წარადგინა საქართველოს მთავრობის მიერ 2020 წელს დამტკიცებულ სტრატეგია „საქართველოს ფართოზოლოვანი ინტერნეტ ინფრასტრუქტურის განვითარების ეროვნული სტრატეგია და მისი სამოქმედო გეგმა 2020-2025", რომელიც ევროკავშირის EU4Digital პროგრამის ფარგლებში ევროკომისიისა და მსოფლიო ბანკის დამხმარებით შემუშავდა ევროკავშირის „1 გბტ/წმ 2025 სტრატეგიის" შესაბამისად და რომლის მიხედვითაც 2025 საქართველოში ყველა ოჯახს უნდა ჰქონდეს 100 მგბტ/წმ, ხოლო ადმინისტრაციულ ერთეულებსა 1 გბტ/წმ ინტერნეტთან წვდომის შესაძლებლობა.

მოხსენებაში საქართველოს წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა სახელმწიფო პროგრამის მნიშვნელობას, რომლის მიხედვითაც სოფლად, ე.წ. „თეთრ ზონებში", იქ სადაც მოსახლეობა ტოლია ან მეტია 200-ზე და ტელეკომ ოპერატორები არ გეგმავენ ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფტრასტრუქტურის განვითარებას, აშენდება საბითუმო ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტ ინფრასტრუქტურა, რომელიც კერძო ტელეკომ ოპერატორებს მისცემს საშუალებას ფართოზოლოვანი მომსახურებები გაუწიონ ბოლო მომხმარებელს. ისეთ დასახლებებში კი, სადაც მოსახლეობა 200-ზე ნაკლებია, საქართველოს მთავრობა მხარს უჭერს სათემო ინტერნეტიზაციის განვითარებას, რომლის ფარგლებშიც 2017 და 2019 წლებში 2 სათემო ქსელი აშენდა და იგეგმება აღნიშნული პროექტის გაგრძელება. ეკა ყუბუსიძემ ასევე ისაუბრა საქართველოსთვის ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებაზე, საქართველოში ციფრული ჰაბისა და რეგიონალური მონაცემთა გაცვლის ცენტრის ფორმირებაზე.

ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის ფორუმზე დადებითად შეფასდა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებები ქვეყანაში ფართოზოლოვანი ინტერნეტ ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით. ასევე ყურადღება გამახვილდა იმაზე, რომ აღნიშნული ორგანიზაცია გაითვალისწინებს საქართველოს გამოცდილებას მის სამომავლო დაგეგმილ თემატურ კვლევებში, რომელიც ორიენტირებული იქნება ამ საერთაშორისო ორგანიზაციის 193-ივე წევრ ქვეყანაში ფართოზოლოვანი ინტერნეტ ინფრასტრუქტურის განვითარებისკენ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა