logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
logo2
logo2
ნათია თურნავა: არავინ ამბობს რომ ელექტროენერგიით ვაჭრობა უნდა შეწყდეს, მაგრამ შემაშფოთებელია, თუ ჩვენი მომავალი ეკონომიკური განვითარება დამოკიდებული გახდება ჩვენი მეზობელი ქვეყნების ნება-სურვილზე
ნათია თურნავა: არავინ ამბობს რომ ელექტროენერგიით ვაჭრობა უნდა შეწყდეს, მაგრამ შემაშფოთებელია, თუ ჩვენი მომავალი ეკონომიკური განვითარება დამოკიდებული გახდება ჩვენი მეზობელი ქვეყნების ნება-სურვილზე
12:53 09.03.2021
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია თანხმდება, რომ უახლოეს 10 წელიწადში საქართველოს ენერგომოხმარება დღევანდელი 12 მილიარდი კილოვატსაათიდან სულ მცირე 21 – 22 მლრდ კვსთ-მდე გაიზრდება, ანუ პრაქტიკულად გაორმაგდება. ამის შესახებ ნათია თურნავამ პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ისაუბრა.


„ეს ნიშნავს, რომ უნდა გადავწყვიტოთ, შემდგომ 10 წელიწადში საიდან ვიღებთ დამატებითი 32 მლრდ კვსთ ენერგიას - სწორედ ამდენი დაგვჭირდება დამატებით, რომ უზრუნველყოთ ეკონომიკის და ცხოვრების დონის ზრდა და იქნება თუ არა ეს ენერგია არსებითად წარმოებული ჩვენს საკუთარ ჰიდროსადგურებზე (და, შესაბამისად, დარჩება თუ არა ქვეყანაში დაახლოებით 1.6 მილიარდი დოლარი, რაც არის ამ მოცულობის მიახლოებითი ღირებულება), თუ მოსახლეობის მიერ გადახდილი ეს ფინანსური რესურსი გავა ქვეყნის გარეთ იმპორტის შესაძენად და შესაბამისად, მოხმარდება რომელიმე ჩვენი მეზობელი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას", - განაცხადა ეკონომისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.


ამასთან, ნათია თურნავას თქმით, კიდევ ერთი ალტერნატივა არსებობს - ჰიდროსადგურების ნაცვლად დამატებით დაახლოებით 1000 მეგავატის სიმძლავრის გაზზე მომუშავე თბოსადგურების აშენება, რაც 10 წელიწადში დამატებით 900 მლნ დოლარის ღირებულების გაზის იმპორტს მოითხოვს. თუმცა, როგორც ეკონომიკის მინისტრი აღნიშნავს, ამ შემთხვევაში ამ თანხით გავაძლიერებთ ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებს.


„არავინ ამბობს რომ ელექტროენერგიით ვაჭრობა უნდა შეწყდეს. მაგრამ შემაშფოთებელია, თუკი ჩვენი მომავალი ეკონომიკური განვითარება ასეთი დიდი და მზარდი დოზით დამოკიდებული გახდება ჩვენი მეზობელი ქვეყნების ნება-სურვილზე, მაგალითად, ჩვენი მოსახლეობისთვის მიწოდებული დენის ფასი დამოკიდებული იქნება რუსეთის, თურქეთის, აზერბაიჯანის ეკონომიკურ ვითარებაზე და ენერგოპოლიტიკაზე, ანუ იმპორტული ენერგორესურსების ფასებზე. ეს ასევე ნიშნავს, რომ კრიტიკულ შემთხვევაში, ჩვენი ენერგოსისტემის ავარიული გამორთვისას, ჩვენ დამოუკიდებლად ვერ შევძლებთ მომხმარებლების ელექტრომომარაგებას ერთი საათის განმავლობაშიც კი", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა