logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
logo2
logo2
ნათია თურნავა: საკუთარი ენერგორესურსების გამოყენებაზე დამყარებული ჰიდროენერგეტიკა გახლავთ ძლიერი დამოუკიდებელი ეკონომიკის ქვაკუთხედი
ნათია თურნავა: საკუთარი ენერგორესურსების გამოყენებაზე დამყარებული ჰიდროენერგეტიკა გახლავთ ძლიერი დამოუკიდებელი ეკონომიკის ქვაკუთხედი
12:48 09.03.2021
„დიდი ჰესების წინააღმდეგ მოძრაობა, „არა ჰესებს" პროპაგანდა საქართველოში ჯერ კიდევ წინა საუკუნის 90-იანი წლებიდან მოდის და ვერც ერთი მთავრობა, ვერც ერთი ცალკეული ენერგეტიკის მინისტრი ვერ დაძლევს ამ პრობლემას, თუკი არ გვექნება ფართო ეროვნული თანხმობა ფუძემდებლურ საკითხებზე", - განაცხადა დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე მოხსენებისას.


ნათია თურნავას თქმით, კითხვას, თუ როგორ ეკონომიკას ვაშენებთ - იმპორტზე მზარდად დამოკიდებულს თუ საკუთარი რესურსების ეფექტიანად გამომყენებელს, პასუხი უკვე გაცემული აქვს მთელ რიგ სტრატეგიულ დოკუმენტებში, მათ შორის ხელისუფლების პოლიტიკურ სტრატეგიაში.


„ჩვენ ეტაპობრივად ვზრდით საკუთარი პროდუქციის უზრუნველყოფის დონეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან დარგებში, მაგალითად სოფლის მეურნეობაში. ჩვენ ვავითარებთ საკუთარი წიაღისეული რესურსების არა მხოლოდ მოპოვებას არამედ გადამუშავებას იმისთვის, რომ მეტი დამატებული ღირებულება რჩებოდეს ქვეყანაში და ექსპორტზე გადიოდეს არა ნედლეული, არამედ მზა პროდუქცია და ა.შ. ამ ჩამონათვალში ყველა კანონზომიერებით უნდა ლიდერობდეს ენერგეტიკა, საკუთარი ენერგორესურსების გამოყენებაზე დამყარებული ჰიდროენერგეტიკა, რომელიც გახლავთ ძლიერი დამოუკიდებელი ეკონომიკის ქვაკუთხედი", - აღნიშნა ნათია თურნავამ.


ამასთან, ეკონომიკის მინისტრი შემაშფოთებელს უწოდებს ბოლო დროს არაერთხელ გაკეთებულ განცხადებებს იმის შესახებ, თითქოს ენერგოდამოუკიდებლობა მოგონილი ცნებაა და თითქოს საკუთარი ჰიდროენერგეტიკის განვითარება საქართველოსთვის საჭირო არ არის. ნათია თურნავას განცხადებით, ბოლო ათი წლის განმავლობაში ქართული ენერგეტიკის განვითარება ვერ ეწეოდა ეკონომიკის ზრდის ტემპებს, დიდ წილად ამ „არა ჰესებს" კამპანიის გამო.


„შესაბამისად, თუ 2010 წელს ელექტროენერგიის იმპორტი 200 მლნ კვსთ-ს ოდნავ აღემატებოდა, ახლა გვიხდება 1.6 მლრდ კვსთ-ის ანუ 8-ჯერ მეტის შემოტანა. ამას თუ დავამატებთ დაახლოებით 3 მლრდ კვსთ-ს რაც თბოსადგურებზე ანუ იმპორტული გაზით გამომუშავდება, გამოდის, რომ ჩვენი მოხმარების მესამედზე მეტი უკვე იმპორტზეა დამოკიდებული. მხოლოდ პანდემიურ 2020 წელს ამ მიზნით ქვეყნიდან გავიდა 200 მლნ დოლარამდე თანხა, რომელიც ჩვენი მეზობელი ქვეყნების ეკონომიკას, დასაქმებას და ბიუჯეტებს მოხმარდა", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა