logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
logo2
logo2
ნათია თურნავა: „ნამახვანი ჰესის" აშენება მოხდება იმ პირობებისა და წესების მიხედვით, რომლებსაც მათ სახელმწიფო უწესებს და გაუკონტროლებს
ნათია თურნავა: „ნამახვანი ჰესის" აშენება მოხდება იმ პირობებისა და წესების მიხედვით, რომლებსაც მათ სახელმწიფო უწესებს და გაუკონტროლებს
18:44 05.03.2021
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ცაგერში „ნამახვანი ჰესთან" დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე ინვესტორისთვის მიწის გადაცემის საკითხები განმარტა და დასმულ შეკითხვებს უპასუხა. პრემიერ-მინისტრის დავალებით გამართულ შეხვედრაში ნათია თურნავასთან ერთად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ექსპერტები და ადგილობრივი ხელისუფლებს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ნათია თურნავას განცხადებით, ეს არ არის მიწის უპირობოდ გადაცემა და თუ ინვესტორი რომელიმე პირობას არ ასრულებს, რომელიც ხელშეკრულებაში, სამშენებლო და გარემოსდაცვით ნებართვებშია ჩადებული, სახელმწიფოს აქვს სრული უფლებამოსილება, დააყენოს მისი პასუხისმგებლობის საკითხი, რაც, საბოლოო ჯამში, შეიძლება ხელშეკრულების მოშლით და მიწის უკან გამოთხოვით დასრულდეს.

„მაგრამ თუ ინვესტორი პირნათლად ასრულებს ყველა ვალდებულებას, რასაც მათ სახელმწიფო აკისრებს, რა თქმა უნდა, ის ამ მიწაზე თავისუფლად დახარჯავს საკუთარ სახსრებს, ააშენებს სადგურს და დაასაქმებს ხალხს. არცერთი ინვესტორი, გარანტიის გარეშე, რომ მიწას, რაზეც აშენებს და ხარჯავს ფულს, მას არავინ გამოაცლის უმიზეზოდ, დარღვევის გარეშე, ინვესტიციას არ ჩადებს," - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მინისტრმა უარყო ბრალდება, თითქოს ინვესტორს რიონის ხეობა მთლიანად გადაეცა. მისი თქმით, არცერთი ინვესტორი არ შემოვა კერძო საკუთრებაში მიწის ქონის გარეშე, მით უფრო, რომ აქ საუბარია 800 მლნ დოლარზე მეტ ინვესტიციაზე. „ეს ტერიტორია არ არის გადაცემული უპირობოდ - ეს არის მხოლოდ ამ ჰიდროსადგურისთვის აუცილებელი მდებარეობა და მას ახლავს დიდი ნაგებობები. ეს არის იგივე წყალსაცავი, რომლის სარკის მოცულობა არის 530 ჰა. ჰესის აშენება მოხდება იმ პირობებისა და წესების მიხედვით, რომელსაც სახელმწიფო მათ უწესებს და გაუკონტროლებს. მხოლოდ ამ შემთხვევაში ექნებათ მათ ეს მიწა მართლზომიერ სარგებლობაში. თუ რომელიმე პირობა ირღვევა, სახელმწიფოს აქვს სრული უფლება, პროექტი მოშალოს და გადაცემული მიზნობრივი აქტივი დაიბრუნოს უკან" - აღნიშნა ნათია თურნავამ.

შეხვედრაზე დასმული კითხვის საპასუხოდ მინისტრმა კიდევ ერთხელ განმარტა, შეუძლია თუ არა ინვესტორს, ეს მიწა სხვა საქმიანობაში გამოიყენოს. „ვერცერთი უცხოელი ამ მიწას ვერ მოიკიდებს და ვერ წაიღებს. შეუძლია თუ არა ეს სხვა საქმიანობაში გამოიყენოს? - არა და ეს არის ხელშეკრულების მკაფიო პირობა. მიწა გამოიყენება მხოლოდ და მხოლოდ მიზნობრივად ჰესის მშენებლობისთვის. არსებობს მკაფიო პროცედურა, რაც ხელშეკრულების დანართშია გაწერილი, როგორ უნდა დაასაბუთოს თითოეული მიწის ნაკვეთის აუცილებლობა და პროექტთან კავშირი ინვესტორმა, რომ სახელმწიფო დარწმუნდეს, რომ ეს მიწა ამ პროექტს ნამდვილად სჭირდება," - განაცხადა მინისტრმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა