logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
logo2
logo2
ნათია თურნავა: ენერგეტიკაში ჰესის მშენებლობის ალტერნატივაა ის, რომ რომელიმე ქვეყანაში გავიდეს ჩვენი ვალუტა, იქიდან შემოვიტანოთ დენი და არა ინვესტიცია, რომელიც აქ ჩვენს სასარგებლოდ იმუშავებს
ნათია თურნავა: ენერგეტიკაში ჰესის მშენებლობის ალტერნატივაა ის, რომ რომელიმე ქვეყანაში გავიდეს ჩვენი ვალუტა, იქიდან შემოვიტანოთ დენი და არა ინვესტიცია, რომელიც აქ ჩვენს სასარგებლოდ იმუშავებს
18:21 05.03.2021
რატომ აშენებს ჰესს უცხოელი ინვესტორი და არა - სახელმწიფო? ინვესტორი ქართველი უნდა იყოს, თუ - უცხოელი? - ამ და მსგავს შეკითხვებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ცაგერში ადგილობრივ მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე, ლევან დავითაშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად უპასუხა. მთავრობის წარმომადგენლები ცაგერში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, „ნამახვანი ჰესის" პროექტთან დაკავშირებით მოსახლეობასთან შესახვედრად იმყოფებოდნენ.

როგორც ეკონომიკის მინისტრმა შეხვედრის დროს აღნიშნა, არსებობს რთული ჰესები, სადაც მაღალი კაშხლებია და სადაც მეტი კომუნიკაციაა საჭირო ადგილობრივ მოსახლეობასთან, რომლებიც დიდ ტერიტორიაზეა გაშლილი და ასეთ დროს, სამომავლოდ შეიძლება განხილული იყოს, რომ მსგავსი ობიექტების მშენებლობისას ლიდერის პოზიცია სახელმწიფომ იტვირთოს. ნათია თურნავას შეფასებით, ასეთი ჰესები აუცილებლად იქნება ასაშენებელი, მაგრამ სახელმწიფოს ჩართულობა, როგორც მესაკუთრისა და ინვესტორის, ალბათ იმისთვისაც იქნება უფრო მეტად მნიშვნელოვანი, რომ მსგავსი შეკითხვები არ დაისვას.

„წარმოადგენს თუ არა უცხოელი ინვესტორი, „ნამახვანის" შემთხვევაში, კონკრეტულად, თურქი ინვესტორი საფრთხეს? რა თქმა უნდა, არა. ჩვენ საკუთარი რესურსებით, საკუთარი ფინანსებით უცხოური ინვესტიციების გარეშე ეკონომიკას ვერ განვავითარებთ. მე მგონი, ამის მტკიცება თანამედროვე საქართველოში საჭირო არც არის. ჩვენი ეკონომიკა რომ განვითარდეს, ევროკავშირის ქვეყანა გავხდეთ და ევროპული ცხოვრების დონეზე ავიდეთ, ეს მარტო ჩვენი რესურსით შეუძლებელია. ამიტომაც გვეამაყება, როდესაც სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგში საქართველო სახელდება ერთ-ერთი ყველაზე გახსნილ ქვეყნად უცხოელი ინვესტორების მიმართ" - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, უცხოელ ინვესტორებს მოაქვთ ის სიკეთე, რომ ფულს დებენ საქართველოში, აქ აფუძნებენ და ავითარებენ კომპანიებს, რომლებიც საქართველოში იხდიან გადასახადებს და აქვე ასაქმებენ ადამიანებს.

„ენერგეტიკაში ჰესის მშენებლობის ალტერნატივაა ის, რომ რომელიმე ქვეყანაში გავიდეს ჩვენი ფული, ჩვენი ვალუტა და იქიდან შემოვიტანოთ არა ინვესტიცია, რომელიც აქ ჩვენს სასარგებლოდ იმუშავებს, არამედ - დენი, თანაც იმ პირობით, რასაც გვიკარნახებენ" - განაცხადა ნათია თურნავამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა