logo2
logo2
არქივი
« მაისი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
„ჰერითიჯის ფონდი": რეგულაციების ეფექტიანობით საქართველო მეწარმის მიმართ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე კეთილგანწყობილი ქვეყანაა
„ჰერითიჯის ფონდი": რეგულაციების ეფექტიანობით საქართველო მეწარმის მიმართ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე კეთილგანწყობილი ქვეყანაა
15:53 05.03.2021
2021 წლის „ჰერითიჯის ფონდის" მიერ გამოქვეყნებული ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის თანახმად, საქართველო, 77.2 საერთო ქულით, მსოფლიოში მე-12, ხოლო ევროპის რეგიონის 45 სახელმწიფოს შორის მე-7 ყველაზე თავისუფალ ეკონომიკად არის დასახელებული. ქვეყანა მოთავსებულია ინდექსის უმეტესწილად თავისუფალი ეკონომიკების ჯგუფში. 2020 წლის ინდექსთან შედარებით, მიმდინარე საანგარიშო წელს საქართველომ გაიუმჯობესა თავისი მონაცემები რეიტინგის 5 კომპონენტში ქულების გაუმჯობესების შედეგად. ეს კომპონენტებია, სასამართლოს ეფექტიანობა (59.3 ქულა), საგადასახადო ტვირთი (89.1 ქულა), სამთავრობო ხარჯები (76.9 ქულა), ფისკალური თავისუფლება (94.9 ქულა) და შრომის თავისუფლება (76.7 ქულა).

აღსანიშნავია, რომ საქართველოსთვის მინიჭებული ქულა როგორც ევროპის რეგიონის, ისე სრულიად მსოფლიო მასშტაბით გამოყვანილ საშუალო მონაცემს მნიშვნელოვნად აღემატება. ამ მხრივ, საქართველო ევროპაში ეკონომიკური თავისუფლების კუთხით უსწრებს ისეთ ქვეყნებს როგორებიცაა: ჰოლანდია, ფინეთი, ლუქსემბურგი, შვედეთი, ავსტრია, ჩეხეთი, ნორვეგია, გერმანია, ლატვია, ლიტვა, ბელგია, ესპანეთი, უნგრეთი, პორტუგალია, სლოვენია, საფრანგეთი, იტალია, ხორვატია, პოლონეთი, ა.შ., ხოლო მსოფლიო მასშტაბით საქართველომ შეძლო ეკონომიკური თავისუფლების ხარისხით უკან ჩამოეტოვებინა აშშ-იც, რომელიც მსოფლიო რეიტინგში მე-20 ადგილზეა.

ანგარიშის თანახმად, საქართველოს ეკონომიკამ მიმდინარე წელს დაფიქსირებული მინიმალური უკუსვლის გადალახვა და წინსვლის უზრუნველყოფაც შეძლო. ანგარიშში აღნიშნულია, რომ მრავალწლიანი რეფორმების შედეგად შესაძლებელი გახდა კორუფციის დონის შემცირება, რეგულაციების შესუსტება და გადასახადების გამარტივება, ხოლო ამ ყოველივემ ქვეყნის წინსვლა ეკონომიკური თავისუფლების ყველა ასპექტში უზრუნველყო.
ანგარიშში ნათქვამია, რომ რეგულაციების ეფექტიანობის კუთხით საქართველო მეწარმის მიმართ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე კეთილგანწყობილ ქვეყანას წარმოადგენს, ხოლო ბაზრის ღიაობის კუთხით საქართველოს გააჩნია 13 მოქმედი პრეფერენციული სავაჭრო რეჟიმი. აღნიშნულია, რომ ქვეყანაში იზრდება საბანკო/ფინანსური სექტორი და უმჯობესდება დაფინანსებაზე წვდომა.

სამთავრობო ხარჯების კომპონენტში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ქვეყნის შეფასება. კერძოდ, სამთავრობო დანახარჯების წილი ბოლო სამი წლის განმავლობაში მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით შემცირდა, რაც ხაზს უსვამს მთავრობის ზომის შემცირებას. საგადასახადო ტვირთის თვალსაზრისით, საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, სადაც საგადასახადო ტვირთის წილი დაბალია როგორც მთლიან შიდა პროდუქტში, ასევე მოგებისა და საშემოსავლო გადასახადთან მიმართებით. სასამართლოს ეფექტიანობის შეფასება ეფუძნება სასამართლოს მიუკერძოებლობას, სასამართლოს პროცესის ხარისხს და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების ალბათობას. ფისკალური თავისუფლების ინდიკატორში ქვეყნის ვალის და დეფიციტის წილი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით ბოლო სამი წლის განმავლობაში შემცირდა. შრომის თავისუფლების ინდიკატორი დასაქმებულთა უფლებებს, დაქირავების და გათავისუფლების, სამუშაო დროის, შრომის ანაზღაურების, დასაქმების დონეს აფასებს.

რაც შეეხება ბიზნესის თავისუფლების კომპონენტს, აღსანიშნავია, შეფასება მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთების" რეიტინგს ეფუძნება. თავის მხრივ, აღნიშნულ რეიტინგში საქართველოს შეფასება და პოზიციები ბოლო 4 წლის განმავლობაში ყოველწლიურად უმჯობესდება. „ჰერითიჯის" „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში" კი ქვეყნის ქულის შემცირება განაპირობა მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთების" რეიტინგში მსოფლიო საშუალო ქულის გაუმჯობესებამ, რომელსაც ეფარდება ქვეყნის ქულა.

„ჰერითიჯის" ფონდმა ეკონომიკური თავისუფლების ყოველწლიური ინდექსი 2021 წლის 4 მარტს გამოაქვეყნა. აღნიშნული ანგარიში 27 წელია გამოიცემა და ის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ და საყურადღებო რეიტინგად ითვლება. ინდექსი წარმოადგენს შეფასების 4 ძირითად ჯგუფში შემავალ 12 სხვადასხვა რაოდენობრივ და ხარისხობრივ პარამეტრზე დაყრდნობით გამოყვანილი მსოფლიოს 184 ქვეყნის ეკონომიკური თავისუფლების ამსახველ რეიტინგს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა