logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
logo2
logo2
სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ "საქაერონავიგაციის" რესერტიფიცირება განახორციელა
სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ "საქაერონავიგაციის" რესერტიფიცირება განახორციელა
23:13 02.03.2021
საქართველოს საჰაერო კოდექსის და „სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების წესის“ შესაბამისად, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს - შპს „საქაერონავიგაციის“ ხელახალი სერტიფიცირება განახორციელა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, ორგანიზაციას ახალი სერიფიკატი მიმდინარე წლის 2 მარტს გადაეცა.

უწყების ცნობით, რესერტიფიცირების ფარგლებში, სააგენტოს სასერტიფიკაციო კომისიის მიერ, შემოწმდა შპს „საქაერონავიგაციის“ მართვის და ბიზნეს დაგეგმარებასთან დაკავშირებული ძირითადი პროცესები, შეფასდა უსაფრთხო და უწყვეტ სააერნაოსნო მომსახურებებთან დაკავშირებული დოკუმენტაცია და განხორციელდა ადგილზე ფაქტობრივი მდგომარეობის ინსპექტირება.

„სააწარმოს ახალი სერტიფიკატი ადასტურებს, რომ შპს „საქაერონავიგაცია“ წარმოადგენს სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს და დანიშნულია სააგენტოს მიერ სააერნაოსნო მომსახურების გამწევად საქართველოს საფრენოსნო ინფორმაციის რაიონის ფარგლებში და თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, მესტიის და ამბროლაურის სამოქალაქო აეროდრომებზე.

ახალი სერტიფიკატის თანახმად, „საქაერონავიგაციის“ მომსახურების სფეროებია:

საჰაერო მოძრაობის ორგანიზება (საჰაერო მოძრაობის მომსახურება, საჰაერო სივრცის ორგანიზება და საჰაერო მოძრაობის ნაკადების ორგანიზება); საავიაციო კავშირგაბმულობის, სანავიგაციო და სარადიოლოკაციო მომსახურება; საავიაციო მეტეოროლოგიურ მომსახურება; ჰაერსანაოსნო ინფორმაციით მომსახურება; ფრენის პროცედურების დიზაინი; საავიაციო რუკების შედგენა.

სერტიფიცირება განხორციელდა ევროპული რეგულაციით (373/2017 Commission Implementing Regulation (EU) No 2017/373 of 1 March 2017 laying down common requirements for providers of air traffic management/air navigation services and other air traffic management network functions and their oversight) გათვალისწინებული მოთხოვნების მაქსიმალური დაკმაყოფილების მიზნით, რაც თავის მხრივ ზრდის საქართველოს სააერნაოსნო მომსახურების უსაფრთხოებას და ეფექტურობას. ზემოთ აღნიშნული რეგულაცია სააგენტომ ევროკავშირთან ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ შეთანხმების ფარგლებში, 2019 წელს დანერგა. სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების ახალი წესი ძალაშია 2020 წლის 1-ელი აპრილიდან და იგი საქართველოს საჰაერო სივრცესა და სამოქალაქო აეროდრომებზე არაკომპლექსური ან/და კომპლექსური სააერნაოსნო მომსახურების გამწევი საწარმოების ევროპული სტანდარტების გათვალისწინებით სერტიფიცირებას ითვალისწინებს.

შპს „საქაერონავიგაციის“ სერტიფიცირების პროცესი ექვსი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში სააგენტოს და საქაერონავიგაციის მხრიდან მონაწილეობდნენ როგორც ხელმძღვანელი პირები, ასევე ყველა სახის მომსახურების ექსპერტები, სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების და საავიაციო უშიშროების ინსპექტორები. ცნობისთვის, აქამდე, შპს „საქაერონავიგაცია“ მომსახურებას 2008 წელს მიღებული სერტიფიკატის საფუძველზე ახორციელდებდა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა