logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
logo2
logo2
ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) პრეზიდენტს შეხვდა
ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) პრეზიდენტს შეხვდა
17:40 01.03.2021
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ვიზიტის ფარგლებში, საქართველოში პირველად იმყოფება ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) პრეზიდენტი ვერნერ ჰოიერი (Werner Hoyer).

დღეს, სტუმარი მიიღო ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა. შეხვედრას, ასევე, დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე. ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა მაღალი შეფასება მისცეს საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკას.

მოლაპარაკებებისას, ივანე მაჭავარიანმა კიდევ ერთხელ, დაადასტურა ქვეყნის ურყევი ძალისხმევა - გააგრძელოს ევროპული ინტეგრაცია. როგორც ცნობილია, 2024 წელს, საქართველო ემზადება განაცხადის გასაკეთებლად ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობის თაობაზე. გამომდინარე აქედან, ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო განვითარების პარტნიორების მხარდაჭერას აქვს უდიდესი მნიშვნელობა.

ვიცე-პრემიერმა EIB-ის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ევროპის საინვესტიციო ბანკი უწვეს საქართველოს ქვეყნის სტრატეგიული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ხელშეწყობისთვის, რომელიც მნიშვნელოვანია ქვეყნის კონკურენტუნარიანობის გაზრდისა და სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებისთვის.

განსაკუთრებით, ხაზი გაესვა კოვიდ-19-ის პანდემიის დროს სამედიცინო ინფრასტრუქტურის მოდერნიზება-გაუმჯობესებისა და ჯანდაცვის სისტემისთვის აუცილებელი სამედიცინო აღჭურვილობის შესყიდვების დაფინანსების უზრუნველსაყოფად, ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი 100 მლნ ევროს ოდენობის დახმარების მნიშვნელობას.

როგორც აღინიშნა, ქვეყანაში თავისი საქმიანობის დაწყების შემდეგ, ბანკმა სახელმწიფო სექტორში განახორციელა 1,48 მილიარდი ევროს ოდენობის ინვესტიცია, ხოლო დახმარების საერთო მოცულობა კერძო სექტორის ჩათვლით, დღეის მდგომარეობით, დაახლოებით 2 მილიარდი ევროა. დახმარების ამ მოცულობით, ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით საქართველო EIB-ის ინვესტიციების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ბენეფიციარია ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში.

შეხვედრაზე საუბარი, ასევე, შეეხო EIB-ის მონაწილეობას კერძო სექტორის მხარდაჭერის მიმართულებით. დადებითად შეფასდა პროგრამები საშუალო და მცირე ბიზნესის განვითარების, ისევე როგორც ქვეყნის დიგიტალიზაციისა და ენერგეტიკის მიმართულებით.

ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტმა გამოთქვა მზაობა, მიმდინარე და განსაკუთრებით პოსტპანდემირ პერიოდში, საქართველოსთან გაგრძელდეს აქტიური პარტნიორობა.

თავის მხრივ, ვიცეპრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა გამოთქვა იმედი, რომ EIB–ის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში კიდევ უფრო განამტკიცებს თანამშრომლობას ევროპის საინვესტიციო ბანკთან.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა