logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
logo2
logo2
საქართველოს ბანკის შეთავაზება ბიზნესის გასაახლებლად
საქართველოს ბანკის შეთავაზება ბიზნესის გასაახლებლად
15:54 01.03.2021
საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით სხვადასხვა პროექტების განხორციელებას განაგრძობს. პანდემიით დაზარალებული კომპანიების ზარალის შესამსუბუქებლად და მათი საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, ბანკმა დამატებითი შესაძლებლობა შექმნა. იმისათვის, რომ ეკონომიკური გამოწვევების წინაშე მდგომმა ბიზნესმა საქმიანობის კვლავ განახლება და კომპანიის გადარჩენა შეძლოს, საქართველოს ბანკი მათ ახალ სესხზე სამთვიან საშღავათო პერიოდს, მიმდინარე ფინანსური ვალდებულებაზე კი გაუმჯობესებულ პირობებს სთავაზობს. უფრო დეტალურად კი, ბანკი სპარტნიორი ბიზნესებისთვის შეთავაზება ახალ სესხზე ვრცელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ბიზნესს გადახდის დაწყება შეუძლია მე-4 თვიდან, რაც შეეხება უკვე მიმდინარე ფინანსურ ვალდებულებას, მასზე საშეღავათო პერიოდის საჭიროების შემთხვევაში გრაფიკის ცვლილება მომხმარებლის ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინებით მოხდება.

იმ შემთხვევაში თუ ბიზნესი არ არის საქართველოს ბანკის მომხმარებელი, ახალი სესხის აღებისას ის შეთავაზების ფარგლებში განსაზღვრული პირობებით სარგებლობას შეძლებს. სხვა ბანკში არსებულ მიმდინარე ფინანსურ ვალდებულებაზე კი გაუმჯობესებული პირობები გავრცელდება.

სრული ინფორმაცია ხელმისაწვდომია: https://bankofgeorgia.ge/ka/business/funding/renew

„ბიზნესის მხარდაჭერა საქართველოს ბანკის უცვლელი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, აქტიურად ვცდილობთ ბიზნესს მისთვის ყველაზე საჭირო პროდუქტები და სერვისები საუკეთესო პირობებით და საჭირო დროს შევთავაზოთ. ამჯერად ბანკი იმ ბიზნესებს, რომლებიც ე.წ. ლოქდაუნის გამო დროებით იყვნენ დახურული, თუმცა შეზღუდვების შემსუბუქებასთან ერთად კვლავ განაახლეს საქმიანობა, სპეციალურ პირობებს სთავაზობს. ეს გულისხმობს ახალი სესხის შემთხვევაში მათთვის სამთვიანი საშეღავათო პერიოდის შეთავაზებას, რათა ბიზნესმა კვლავ შეძლოს ოპერირება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ რთულ დროს კიდევ უფრო მეტად დავუდგეთ გვერდით ბიზნესს და ხელი შევუწყოთ ეკონომიკის გამოცოცხლებას. გვჯერა, რომ ეს შესაძლებლობა არაერთ კომპანიას მნიშვნელოვნად დაეხმარება, გააგრძელოს საკუთარი საქმიანობა და საკუთარი წვლილი შეიტანოს ეკონომიკის გაჯანსაღებაში“, - განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა