logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
logo2
logo2
ნათია თურნავა: ბაკურიანში მსოფლიო თასის გამართვა წინგადადგმული ნაბიჯია არა მარტო ჩვენი სპორტის განვითარებისთვის, არამედ ქვეყნის ტურისტული პოტენციალის კვლავ ამოქმედებისთვის
ნათია თურნავა: ბაკურიანში მსოფლიო თასის გამართვა წინგადადგმული ნაბიჯია არა მარტო ჩვენი სპორტის განვითარებისთვის, არამედ ქვეყნის ტურისტული პოტენციალის კვლავ ამოქმედებისთვის
12:46 01.03.2021
„ბაკურიანი მსოფლიო ზამთრის სპორტის ეპიცენტრშია. დღეს მსხვილი სპორტული შეჯიბრი - სქი-ქროსში მსოფლიო თასის ეტაპი დასრულდა, რომელიც სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, რამდენიმე დღეში კი მსგავსი მაღალი რანგის შეჯიბრი უკვე სნოუბორდ ქროსში გაიმართება. საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციამ უმაღლეს დონეზე შეაფასა როგორც ორგანიზება, ასევე ჩვენი ინფრასტრუქტურის ხარისხი," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, რომელიც ბაკურიანში სქი-ქროსში მსოფლიო თასის შეჯიბრს დაესწრო და ორგანიზატორებთან ერთად აღნიშნული მაღალი რანგის ტურნირის საორგანიზაციო საკითხებს გაეცნო. ორივე შეჯიბრი საქართველოში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით ტარდება. ამასთან, ბაკურიანი პირველი სამთო კურორტია რეგიონში, სადაც აღნიშნულმა ფედერაციამ ასეთი მაღალი რანგის შეჯიბრის გამართვა გადაწყვიტა.

მინისტრის განცხადებით, 2020 წელს, პანდემიის მიუხედავად, დასრულდა ბაკურიანში ახალი საბაგიროს და სასრიალო არეალის მშენებლობა, ასევე გაუმჯობესდა ხელოვნური გათოვლიანების კომპონენტი. ამდენად, სპეციალური ტრასა შეჯიბრისთვის ნაწილოვრივ ხელოვნული თოვლითაა გაკეთებული.

„შეჯიბრი ძალიან მაღალ დონეზე გაიმართა. ეს არის პირველი ასეთი მაღალი რანგის სპორტული ღონისძიება ბაკურიანში, რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე დატანილი ვართ მსოფლიოს ზამთრის სპორტის რუკაზე. ჩვენ ასევე ვემზადებით მსოფლიო ჩემპინატისთვის, რომელიც 2023 წელს გაიმართება," - განაცხადა მინისტრმა. მისი თქმით, ბაკურიანში მიმდინარე სქი-ქროსის შეჯიბრი მსოფლიო მედია საშუალებებით გადაიცემოდა. „დღეს უამრავი ადამიანი უცხოეთში უყურებდა ბაკურიანსა და საქართველოს. ეს არის ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი არა მარტო ჩვენი სპორტისა და ჩვენი ახალგაზრდა სპორტსმენების განვითარებისთვის, არამედ ჩვენი ტურისტული პოტენციალის კვლავ ამოქმედებისთვის, რადგან ამ შეჯიბრით მსოფლიომ გაიცნო ბაკურიანი," - განაცხადა ნათია თურნავამ.

მსოფლიო თასის ეტაპები სქი-ქროსსა და სნოუბორდ-ქროსში, COVID პროტოკოლის, წესებისა და რეგულაციების მკაცრი დაცვით ტარდება. შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში 200 - მდე სპორტსმენი, საორგანიზაციო ჯგუფის წევრები და მსოფლიო თასის ეტაპზე მომუშავე ჟურნალისტები ჩამოვიდა. შეჯიბრება მაყურებლის გარეშე გაიმართა, მაგრამ სქი-ქროსის მოყვარულებს შეეძლოთ, მსოფლიო თასის ეტაპის თვალყური ედევნებინათ იტალიურ-შვეიცარული მედია კომპანიის, Infront-ის მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში Eurosport-ის საერთაშორისო არხზე.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა