logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
logo2
logo2
საქართველო-ირლანდიის ბიზნეს საბჭოს დამფუძნებელი შეხვედრა ჩატარდა
საქართველო-ირლანდიის ბიზნეს საბჭოს დამფუძნებელი შეხვედრა ჩატარდა
15:06 25.02.2021
საქართველო-ირლანდიის ბიზნეს საბჭოს დამფუძნებელი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.

ბიზნეს-საბჭოს დამფუძნებელ შეხვედრაში მონაწილებდნენ ბიზნეს-საბჭოს სამეთვალყურეო საბჭოს წარმომადგენლები და წევრები. საბჭოში გაწევრიანდნენ ირლანდიის წამყვანი კომპანიების და აკადემიური წრეები წარმომადგენლები. ირლანდიის პარლამენტში საქართველოსთან საპარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფის ხელმღვანელმა სენატორმა დიარმუდ უილსონმა, რომელიც თავადაც აქტიურად არის ჩართული საქართველო-ირლანდიის ორმხრივი დღის წესრიგის განხორციელების პროცესში, საბჭოს მიულოცა დაარსება და მხარდაჭერა აღუთქვა.

ახლადდაარსებულ ბიზნეს საბჭოს მიესალმა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია. ასევე, მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს ირლანდიაში საქართველოს ელჩმა გიორგი ზურაბაშვილმა და საქართველოში (რეზიდენციით სოფია, ბულგარეთი) ირლანდიის ელჩმა მარტინა ფინიმ.

მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის ბიზნეს-ეკონომიკური კუთხით სამომავლო ნაბიჯები და განსახორციელებელი ღონისძიებები.

საქართველო-ირლანდიის ბიზნეს საბჭო მნიშვნელოვანი რგოლი იქნება ორ ქვეყანას შორის ბიზნეს-ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების განმტკიცების საქმეში.

ბიზნეს საბჭოს დაფუძნებას წინ უძღვოდა ირლანდიაში საქართველოს საელჩოს რამდენიმეწლიანი მუშაობა ირლანდიის ბიზნეს და აკადემიურ წრეებთან. საბჭოს უხელმძღვანელებს ცნობილი ირლანდიელი იურისტი, ბიზნეს არბიტრი ჯეიმს ბრიჯმანი.
დღეს, კორონავირუსის პანდემიით გლობალურად დაზარალებული ეკონომიკისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ორმხრივი თანამშრომლობის გააქტიურება და გრძელვადიანი ბიზნეს-გეგმების შემუშავება ურთულეს გამოწვევებთან გასამკლავებლად.

ეპიდემიოლოგიური ვითარების დასტაბილურების შემდეგ, საქართველო-ირლანდიის ბიზნეს საბჭოს ხელმძღვანელი ჯეიმს ბრიჯმანი გეგმავს საქართველოში გაცნობით ვიზიტს საბჭოს წევრებთან ერთად, ორმხირივი კონტაქტების გაღრმავებისა და კონკრეტული პროექტების შემუშავების მიზნით.

ცნობისათვის, 2019 წელს საქართველოში განხორციელებული ინვესტიციის მიხედვით, ირლანდია პირველ სამეულში იყო და საერთო პირდაპირი უცხოური ინვესტიციის 10.5% შეადგინა. ამავე წელს, ირლანდიიდან შემოსული ვიზიტორების რიცხვი 71%-ით გაიზარდა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა