logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
logo2
logo2
შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ WCO-ს ინსტიტუციონალური განვითარების კომიტეტის კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა
შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ WCO-ს ინსტიტუციონალური განვითარების კომიტეტის კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა
22:00 23.02.2021
მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის მხარდაჭერით (WCO), ონლაინ ფორმატში, ინსტიტუციონალური განვითარების კომიტეტის მე-12 კონფერენცია გაიხსნა. აღნიშნული კონფერენციის ძირითადი თემაა - ,,გამოწვევების პერიოდში საბაჟო ორგანოების მართვა და მათი შემდგომი განვითარება.“

მასშტაბური კონფერენციის პირველ სესიაზე, მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა, ლევან კაკავამ. მისი თქმით, საბაჟოს, როგორც საზღვარზე პირველი ხაზის დაცვის აღმასრულებელ უწყებას ორმაგი პასუხისმგებლობა აკისრია - ადამიანების უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და იმავროულად ვაჭრობის ხელშეწყობის მიმართულებით.

,,პოსტპანდემიურ სამყაროში ქვეყნები ელიან პროაქტიულ ზომებს, რათა ხელი შეუწყონ შემდგომი მოწყვლადობის შემცირებას. ეს არის დრო, როდესაც უფრო მეტად უნდა განვითარდეს საზღვრის მართვაში ჩართულ სახელმწიფო უწყებებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის თანამშრომლობა, განსაკუთრებით, სტანდარტულ საბაჟო კონტროლის პროცედურებთან დაკავშირებით. გამოწვევებით აღსავსე პერიოდში, ეფექტური მართვა მოიცავს ჯანსაღ პროფესიულ გამოცდილებას, ცოდნის გაცვლას და სამომავლო ტენდენციების ხედვას. სწორედ, შესაძლებლობებად გარდაქმნილმა გამოწვევებმა შესაძლოა დიდი მნიშვნელობა შესძინოს ხვალინდელ დღეს“,- აღნიშნა ლევან კაკავამ.

მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის ინსტიტუციონალური განვითარების და ტექნიკური დახმარების პროგრამები მოიცავს, როგორც სტრატეგიულ, ასევე, პროცედურულ პროექტებს და მათი კოორდინირება თავად ორგანიზაციის სამდივნოს მიერ ხორციელდება.

აღსანიშნავია, რომ COVID-19-ით გამოწვეული გლობალური პანდემიის გავრცელების შედეგად, შექმნილმა ახალმა გამოწვევებმა, სრულად შეცვალა საბაჟო ადმინისტრაციების მართვის სისტემები და მიდგომები. სწორედ, ამ გამოწვევების პერიოდში, მსოფლიო საბაჟო ორგანიზაცია, როგორც საბაჟო ექსპერტიზის გლობალური ცენტრი, წამყვან როლს ასრულებს თანამშრომლობის სხვადასხვა პლატფორმების ინიცირების, ასევე, მდგრადი მიწოდების ჯაჭვის აღდგენის, განახლებისა და მოქნილობის ხელშეწყობის პროცესში.

ფორუმის ფარგლებში, სხვადასხვა თემატურ სამუშაო სესიაზე, მონაწილეები მოისმენენ კომიტეტის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშს. ამასთან, მთავარი თემის გარშემო ჩატარდება პანელის დისკუსია, სადაც ყურადღება დაეთმობა წევრ ადმინისტრაციებს შორის თანამშრომლების განმტკიცებას და WCO-ს ორგანიზაციული განვითარების ფარგლებში, ინიციატივების შესაძლო გადახედვას.

ონლაინ ფორმატში გამართული შეხვედრა სამი დღის განმალობაში გაგრძელდება და მას 97 წევრი ქვეყნის ადმინისტრაციის, ასევე, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის 320 წარმომადგენელი დაესწრება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა