logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
logo2
logo2
ნათია თურნავა: ინვესტორებს ჩვენთან სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო, პროგნოზირებადი თამაშის წესები და ევროპული ტიპის კანონმდებლობა დახვდებათ
ნათია თურნავა: ინვესტორებს ჩვენთან სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო, პროგნოზირებადი თამაშის წესები და ევროპული ტიპის კანონმდებლობა დახვდებათ
12:40 21.02.2021
„პოსტპანდემიური ვითარება გვაძლევს საშუალებას, რომ უფრო თამამი ნაბიჯებით ვიაროთ, უფრო პროაქტიულად ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისითაც. მაგალითად, გლობალური, სხვადასხვა დარგის ლიდერი ინვესტორები და ბრენდის ინვესტორები თუ შემოვლენ, მზად ვართ, მათ განსაკუთრებით შეღავათიანი პაკეტები შევთავაზოთ" - ამის შესახებ ნათია თურნავამ საკომიტეტო მოსმენაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მინისტრობის კანდიდატის შეფასებით, ყველაზე მთავარი, რასაც ინვესტორები აქცევენ ყურადღებას, არის სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო, სადაც ინვესტორს შედარებით პროგნოზირებადი და დაბალი რისკის პირობებში, შედარებით მაღალი მოგების მიღება შეუძლია.

„ეს არის ერთგულება რეფორმების კურსისადმი, რაც იმას ნიშნავს, რომ აქ ინვესტორს დახვდება პროგნოზირებადი თამაშის წესები და ევროპული ტიპის კანონმდებლობა. მას შეუძლია პროგნოზირებადი ბიზნესგეგმა გათვალოს და გააკეთოს საქართველოში, რადგან ჩვენი ხელისუფლება, გუნდი, ჩვენი მთავრობა რეფორმირების კურსის ერთგულია. ეს არის ბიზნესის თავისუფლების მაღალი ხარისხი, რაც ჩვენმა ხელისუფლებამ მოიტანა, ეს არის ჩაურევლობა ბიზნესის საქმიანობაში, ყველა რეიტინგის მიხედვით ყველაზე დაბალი ბიუროკრატია და ნაკლები შეხების წერტილი ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის, ასევე ეს არის ჩვენი მხარდაჭერის პროგრამები, რომლებიც ყოველთვის მიმდინარე ვითარების ადეკვატურია" - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა.

მისივე თქმით, ხელისუფლებისთვის პრიორიტეტულია ინვესტიციების ორი მიმართულება - პირველია ხარისხიანი ინვესტიცია, რომელიც არის მაღალი დამატებითი ღირებულების შექმნაზე ორიენტირებული, მეორე კი მაღალ დასაქმებაზე ორიენტირებული ინვესტიცია და ორივე პრიორიტეტი თანაბრად მნიშვნელოვანია.

„მაგალითად, პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში გვაქვს ისეთი მიმართულებები გამოყოფილი, როგორიცაა მანქანათმშენებლობა, ჩარხთმშენებლობა, ელექტრონიკა, ლოგისტიკა და ლოგისტიკური სერვისები, ბიზნესპროცესების აუტსორსინგი, ფარმაცევტიკა და სხვა - ეს ის დარგებია, სადაც განსაკუთრებულად მხარს დავუჭერთ და ხელს შევუწყობთ ინვესტიციების შემოსვლას" - აღნიშნა ნათია თურნავამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა