logo2
logo2
არქივი
« მაისი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ივანე მაჭავარიანი: ქვეყანა და ხელისუფლება ფასდება იმით, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, უნდა გაგრძელდეს რეფორმების კურსი
ივანე მაჭავარიანი: ქვეყანა და ხელისუფლება ფასდება იმით, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, უნდა გაგრძელდეს რეფორმების კურსი
19:36 20.02.2021
ფინანსთა მინისტრობის კანდიდატის, ივანე მაჭავარიანის თქმით, მმართველი გუნდისთვის, გიორგი გახარიას და მაია ცქიტიშვილის წასვლა დანაკლისია. ამის შესახებ მან განცხადება პარლამენტში მედიის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ გააკეთა.

„გიორგი გახარია და მაია ცქიტიშვილი გუნდის გამორჩეული წევრები იყვნენ. იცით, ორივეს მრავალწლიანი გამოცდილება ჰქონდა სხვადასხვა თანამდებობაზე, შესაბამისად, დანაკლისი ნამდვილად არის. გიორგი გახარიამ მკაფიოდ ჩამოაყალიბა თავისი პოზიცია, რომელიც ჩემი აზრით, არ საჭიროებს კომენტარებს. მას არ უხსენებია სიტყვა „დაპირისპირება" არც შიდა, არც გარე. მან თქვა, რომ გუნდში ვერ მიაღწია კონსენსუსს. ხელისუფლებაში, ისევე როგორც გიორგი გახარიას, ძალიან მნიშვნელოვანი იყო მაია ცქიტიშვილის როლი, თუმცა, ქვეყანა და ხელისუფლება ფასდება იმით, რომ პიროვნებები კი ბატონო, მნიშვნელოვნები არიან, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, კურსი და რეფორმები, შეიცვლება თუ არა პრემიერი, შეიცვლება თუ არა ფინანსთა მინისტრი ან ეკონომიკის მინისტრი, უნდა გაგრძელდეს. ადრე თუ გვიან, ყველა იცვლება. მთავარია, რომ კურსიდან გადახვევა არ მოხდეს და რაში მდგომარეობს ამ კურსის არსი. გეოპოლიტიკურად - ეს არის დასავლეთისაკენ მიმართული კურსი, ეკონომიკის კუთხით - ეს არის თავისუფალი და ლიბერალური ეკონომიკა. რაც შეეხება ეროვნულ საკითხებს - ეს არის შერიგებისა და მშვიდობის პოლიტიკა და ბოლოს, ეს არის მაქსიმალურად ეფექტური მმართველობითი სისტემა - დაბალი ხარჯის მატარებელი ეფექტური ბიუროკრატია. ეს არის მთავარი პრინციპი. მთავარია, ეს პრინციპი არ შეიცვალოს," - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა