logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
logo2
logo2
ივანე მაჭავარიანმა დამატებითი რესურსების მობილიზებისთვის სახელმწიფო საწარმოების რეფორმის მნიშვნელობაზე ისაუბრა
ივანე მაჭავარიანმა დამატებითი რესურსების მობილიზებისთვის სახელმწიფო საწარმოების რეფორმის მნიშვნელობაზე ისაუბრა
19:15 20.02.2021
ხუთი საპარლამენტო კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, ივანე მაჭავარიანმა ფისკალური კონსოლიდაციისა და მის შედეგად, ვალის შემცირების გზად დამატებითი რესურსების მობილიზება დაასახელა.

„არ უნდა ავიღოთ რისკების მქონე ახალი ვალდებულებები, მათ შორის, გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებების სახით, რომელიც მომავალში ბიუჯეტზე ზეწოლას გამოიწვევს, არსებულ რისკებზე უნდა გაძლიერდეს კონტროლი და შემცირდეს მათი მატერიალიზაციის ალბათობა. ფისკალური რისკების სწორად მართვა მომავალში დაგვიცავს დაუგეგმავი და გაუთვალისწინებელი ვალის ზრდისგან" - განაცხადა მან.

დამატებითი რესურსების მობილიზებისთვის მეორე მიმართულებად ფინანსთა მინისტრმა სახელმწიფო საწარმოების რეფორმა დაასახელა და აღნიშნა, რომ სტრატეგიული საწარმოების კომპლექსური რეფორმის შედეგად, ეს საწარმოები უნდა გახდნენ ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი კომპანიები და ბიუჯეტის შემოსავლები გაიზარდოს მათი დივიდენდებით.

მისი თქმით, ასევე აუცილებელია საგადასახადო შემოსავლების ზრდა.

„აქ არ იგულისხმება ის, რომ ხვალ რომელიმე გადასახადი აუცილებლად უნდა გაიზარდოს, თუმცა აუცილებელია, ამ მიმართულებით ვიმსჯელოთ და ჩამოვყალიბდეთ, რის ხარჯზე შეიძლება გავზარდოთ შემოსავლები. როგორც აღვნიშნე, პირველ რიგში, უნდა შევთანხმდეთ, რომ არ უნდა დაწესდეს ახალი შეღავათები, ხოლო არსებული შეღავათები უნდა გადაიხედოს მათი სოციალური და ეკონომიკური ეფექტების გათვალისწინებით. სამსჯელოა საგადასახადო შეთანხმებების პრაქტიკის მნიშვნელოვანი შეცვლა ან საერთოდ გაუქმება. კომპანიების ხელშეწყობის გაცილებით უკეთესი საშუალება იქნება გაკოტრების ახალი კანონი, რომელიც პრაქტიკაში უკვე მიმდინარე წლიდან ამოქმედდება", - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია განვითარებულ ქვეყნებში არსებული მექანიზმების გამოყენება, მათ შორის, ელექტრონული სისტემების გაუმჯობესება, მეტ ინფორმაციაზე წვდომა და მათი ანალიზი, უნაღდო ანგარიშსწორების სისტემის შემდგომი განვითარება და სხვა მექანიზმები, ჩრდილოვანი ეკონომიკის მაქსიმალური გამოვლენა, მათი თანაბრად და სამართლიანად დაბეგვრა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა