logo2
logo2
არქივი
« მაისი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ნათია თურნავა: 2021 წელს ეკონომიკის პოსტპანდემიური აღდგენის ტემპის მიხედვით, საქართველო რეგიონში ლიდერი იქნება
ნათია თურნავა: 2021 წელს ეკონომიკის პოსტპანდემიური აღდგენის ტემპის მიხედვით, საქართველო რეგიონში ლიდერი იქნება
12:21 20.02.2021
„2021 წელი იქნება ეკონომიკის სწრაფი აღდგენის წელი - 2021-24 წლებში საქართველო იქნება ლიდერი რეგიონში 5.3 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდით, ჩვენი ქვეყანა ასევე იქნება ლიდერი ეკონომიკის პოსტპანდემიური აღდგენის ტემპის მიხედვით, ეს არის საერთაშორისო დონორების შეფასება" - ამის შესახებ ნათია თურნავამ საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისად განაცხადა, სადაც მინისტრობის კანდიდატების საკომიტეტო მოსმენები მიმდინარეობს.

ნათია თურნავას განცხადებით, ამის საფუძველს, მათ შორის, იძლევა ის პოზიტიური სტატისტიკა, რაც 2020 წელს დაფიქსირდა.

„2020 წელს გაუმჯობესდა ჩვენი სავაჭრო დეფიციტი, ანუ დაახლოებით ერთი მილიარდი დოლარით უკეთესი მაჩვენებელი გვაქვს, ვიდრე პანდემიამდე, 2019 წელს იყო, რადგან გასულ წელს ჩვენი ექსპორტის შემცირების ტემპი იყო გაცილებით ნაკლები, ვიდრე იმპორტის. რა თქმა უნდა, ეს არის იმ პოლიტიკის შედეგიც, რომელიც, მიუხედავად პანდემიისა, ორიენტირებული იყო საექსპორტო წარმოების გაძლიერებასა და შენარჩუნებაზე" - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა.

მისივე ინფორმაციით, 2020 წელს ადგილობრივი წარმოების ექსპორტში, რეექსპორტის გამოკლებით, დაფიქსირდა აბსოლუტური ზრდა - 3, 5 პროცენტი, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი შედეგია საქართველოს მთავრობის პოლიტიკის და მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენი საექსპორტო წარმოება, მიუხედავად პანდემიისა, ზოგჯერ მისივე წყალობით, უფრო კონკურენტუნარიანი გახდა, და ახალი ბაზრებიც მოიპოვა.

„ასევე დადებითი მაჩვენებელი დაფიქსირდა საერთაშორისო გადაზიდვებში და ესეც იმ პოლიტიკის შედეგია, როდესაც ჩვენ, 2020 წელს, ანტიკრისიზული ღონისძიებების შედეგად ვუზრუნველყავით ჩვენი პორტების, რკინიგზის, ჩვენი სახმელეთო გადამზიდავი კომაპან იების უსაფრთხო ფუნქციონირება, და მთლიანად, სხვადასხვა სატრანსპორტო დარგის მიერ, გასულ წელს გადაზიდული ტვირთების მაჩვენებელში გვაქვს 1 პროცენტიანი ზრდა, რაც, ცხადია, მოკრძალებული ზრდაა და გაცილებით უკეთესი იქნებოდა, რომ არა გლობალური კრიზისი და პანდემია, მაგრამ ეს არის პოზიტიური დინამიკა, რაც ჩვენს ქვეყანას რეგიონში გამოარჩევს" - განაცხადა ნათია თურნავამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა