logo2
logo2
არქივი
« მაისი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ივანე მაჭავარიანი: მიუხედავად სირთულეებისა, ამ ეტაპისთვის ჩვენ შევინარჩუნეთ საკრედიტო რეიტინგები
ივანე მაჭავარიანი: მიუხედავად სირთულეებისა, ამ ეტაპისთვის ჩვენ შევინარჩუნეთ საკრედიტო რეიტინგები
12:18 20.02.2021
ხუთი საპარლამენტო კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, ივანე მაჭავარიანმა ისაუბრა გლობალური პანდემიის გამო ეკონომიკაზე მიყენებულ ზიანზე და აღნიშნა, რომ პანდემიის ეფექტებიდან გამომდინარე, მხოლოდ 2020 წელს, საქართველოს ეკონომიკამ 4,0 მილიარდი ლარი დაკარგა, ხოლო 2020-2021 წლებში, ჯამური დანაკარგი 8,5 მილიარდი ლარი იქნება.

„მიუხედავად სირთულეებისა, ამ ეტაპისთვის, ჩვენ შევინარჩუნეთ საკრედიტო რეიტინგები. ბოლო შეფასება განახორციელა სააგენტო Fitch-მა, რომელმაც უცვლელად დატოვა ჩვენი სუვერენული რეიტინგის მაჩვენებელი, რის მიზეზადაც გონივრული ფისკალური პოლიტიკა და გამოწვევებზე სწორი მაკროეკონომიკური პასუხების გაცემის უნარი დაასახელა", - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

მისი თქმით, პანდემიამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ფისკალურ მაჩვენებლებზეც. 2020-2021 წლებში, ბიუჯეტზე დამატებითმა ზეწოლამ 7 მილიარდ ლარს მიაღწია. შედეგად, 2020 წელს საბიუჯეტო დეფიციტი გაიზარდა მთლიანი შიდა პროდუქტის 9,4 პროცენტამდე და 2021 წელსაც შეუძლებელი გახდა მისი შემცირება 7,6 პროცენტზე დაბალა. დეფიციტის ზრდასთან ერთად, გაიზარდა მთავრობის ვალის თანაფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან, რომლის მაჩვენებელმაც გადააჭარბა 60-პროცენტიან ზღვარს.

„სწორედ ამიტომ, მომდევნო წლებში, ჩვენი ძირითადი გამოწვევაა, მთავრობის ვალის შემცირება. საბაზისო სცენარის მიხედვით, ჩვენ კანონით დადგენილ ვადებში ვუბრუნდებით ნორმებს, თუმცა საკრედიტო რეიტინგების შესანარჩუნებლად და შემდგომი გაუმჯობესებისთვის, აუცილებელია ვალის მაჩვენებლის მეტად შემცირება. ასევე, აუცილებელია საბიუჯეტო დეფიციტის შემცირება ყოველწლიურად. 2022 წლიდან აუცილებელია მოხდეს მისი რადიკალური შემცირება და დაუბრუნდეს პანდემიამდე არსებულ ნიშნულს. ამასთან, მნიშვნელოვანია, დეფიციტის შემცირება არ მოხდეს ისეთი ღონისძიებების ხარჯზე, რაც შეაფერხებს ეკონომიკურ ზრდას და არ მოგვცემს საშუალებას სწრაფი აღმასვლა გვქონდეს პოსტპანდემიურ პერიოდში", - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

როგორც მან აღნიშნა, აუცილებელია კაპიტალური ხარჯების შენარჩუნება მთლიანი შიდა პროდუქტის 7-8-პროცენტიან ნიშნულზე, რაც უცილებელი პირობაა გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარებისთვის.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა