logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
logo2
logo2
ნათია თურნავა: პანდემიის პირობებში კიდევ ერთი ქართული საწარმო აფართოებს წარმოებას სახელმწიფოს დახმარებით
ნათია თურნავა: პანდემიის პირობებში კიდევ ერთი ქართული საწარმო აფართოებს წარმოებას სახელმწიფოს დახმარებით
12:04 17.02.2021
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ბენეფიციარი, პლასტიკური ბოთლების ნახევარფაბრიკატებისა და რძის ნაწარმის კონტეინერების მწარმოებელი საწარმო „ალფა პეტი" დაათვალიერა.

კომპანია 2018 წლიდან სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ინდუსტრიული კომპონენტით სარგებლობს და ცოტა ხნის წინ ამავე კომპონენტის ფარგლებში მიღებული დახმარებით გაფართოვდა, რის შემდეგაც რძის ნაწარმის კონტეინერების წარმოება დაიწყო.
ნათია თურნავას განცხადებით, ეს არის ძალიან კონკურენტუნარიანი ქართული საწარმო, რომელიც არა მხოლოდ ქართულ ბაზარს ამარაგებს, არამედ უკვე გავიდა ექსპორტზე ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებში.

„კიდევ ერთი ქართული საწარმო აფართოებს წარმოებას სახელმწიფოს, კერძოდ პროგრამის „აწარმოე საქართველოში" დახმარებით. აღსანიშნავია, რომ „ალფა პეტის" პროდუქცია უკვე გავიდა ექსპორტზე რეგიონში, ჩვენს მეზობელ ქვეყნებში და პანდემიის მიუხედავად, კომპანიამ არათუ შეამცირა წარმოება, პირიქით გაფართოვდა და სამომავლოდ ამ კუთხით კარგი პერსპექტივებიც აქვს. ახალი დანადგარი, რომელიც კომპანიამ სახელმწიფოს დახმარებით შეიძინა და დღეს სატესტო რეჟიმში ამოქმედდა, აძლევს შესაძლებლობას, რომ უფრო მრავალფეროვანი პროდუქცია მიაწოდოს როგორც ჩვენს, ასევე რეგიონის ბაზარს", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

კომპანია ამ ეტაპზე 54 ადამიანს ასაქმებს, მათ შორის ძირითადად ადგილობრივებს და უახლოეს ხანებშ წარმოების კიდევ უფრო გაფართოებას გეგმავენ.

„ალფა პეტის" განხორციელებული ინვესტიციის ჯამური მოცულობა 30 მილიონ ლარს შეადგენს.

საწარმოს მინისტრთან ერთად ასევე სტუმრობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი და მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა