logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
logo2
logo2
გიორგი გახარია: სახელმწიფო მომავალშიც განაგრძობს ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერას
გიორგი გახარია: სახელმწიფო მომავალშიც განაგრძობს ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერას
14:31 12.02.2021
ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა გაგრძელდება, რადგან ეს ხელს უწყობს მოსახლეობის დასაქმებას და მცირე საწარმოების განვითარებას; სწორედ ამ მიზანს ემსახურება ის სახელმწიფო პროგრამები, რომლებსაც უკვე არაერთი წელია, ჩვენი ხელისუფლება ახორციელებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გურიაში, სოფელ კვირიკეთში განაცხადა, სადაც მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული პოლიტიკისა და კოორდინაციის სამსახურის ხელმძღვანელ კონსტანტინე ანანიაშვილთან,გურიის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი სახოკიასთან და მაჟორიტარ დეპუტატ ვასილ ჩიგოგიძესთან ერთად ნორვეგიული კალმახის სალიფსიტე მეურნეობა „გურია ფიში" დაათვალიერა.

სალიფსიტე მეურნეობაში, რომელიც 1 500 000 ლარით, „შეღავათიანი აგროკრედიტის" ფარგლებში დაფინანსდა, მთავრობის მეთაური წარმოების პროცესს გაეცნო. მეურნეობის მფლობელის ინფორმაციით, კომპანია „გურია ფიში" ნორვეგიულ ორაგულს აწარმოებს, რომლის რეალიზაცია როგორც ადგილობრივ, ისე საექსპორტო ბაზრებზე განხორციელდება.

მთავრობის მეთაურმა ქვეყანაში სოფლის მეურნეობისა და ადგილობრივი წარმოების მაქსიმალურად განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ეს არის დარგი, რომელსაც როგორც მოსახლეობის დასაქმების, ისე ექსპორტის პოტენციალი აქვს.

საწარმოში ამ დროისთვის განხორციელებულია 1 200 000 ევროს ოდენობის ინვესტიცია, ხოლო საბოლოო ეტაპზე კომპანია ჯამში 25 000 000 ევროს მოცულობის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. საწარმოში 12 ადამიანია დასაქმებული.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა