logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
logo2
logo2
ნათია თურნავა: USAID - ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა ტურიზმის აღდგენის სტრატეგიის შემუშავებაში დაგვეხმარება
ნათია თურნავა: USAID - ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა ტურიზმის აღდგენის სტრატეგიის შემუშავებაში დაგვეხმარება
13:04 11.02.2021
„აშშ - ის მთავრობა, USAID - ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში, ეხმარება საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს, რათა უფრო ეფექტური გახდეს ჩვენი ეკონომიკის ძირითადი სექტორები უცხოელი ინვესტორებისთვის," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ USAID - ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის სამოქმედო გეგმის პრეზენტაციის შემდეგ. აღსანიშნავია, რომ პროგრამა თანამშრომლობს სამინისტროში შემავალ ყველა წამყვან სააგენტოსთან და მოიცავს ისეთ სექტორებს, როგორიცაა ტურიზმი, ინოვაციური ეკოსისტემის განვითარება, მსუბუქი მრეწველობა, აეროპორტების განვითარება და სხვ.

მინისტრის განცხადებით, პროგრამის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ტურიზმია. მისი თქმით, პროგრამა ეხმარება ქართულ მხარეს პოსტ-კოვიდ-ის პერიოდში ტურიზმის აღდგენის სტრატეგიის შემუშავებაში. გარდა ამისა, მხარდაჭერას უწევს სექტორში დასაქმებულ ადამიანებს პანდემიით გამოწვეული სირთულეების დაძლევაში.

პროგრამის კიდევ ერთი პარტნიორია სააგენტო „აწარმოე საქართველოში". კერძოდ, პროგრამა მონაწილეობს ე.წ. განთავსების კონსულტანტების პროექტში. „ეკონომიკური ზრდის პროგრამა გვეხმარება, საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორი უცხოელი ინვესტორებისთვის უფრო მიმზიდველი გავხადოთ. განთავსების კონსულტანტების პროექტის ფარგლებში, ისინი იმუშავებენ გლობალურ კომპანიებთან, რომ სწორედ საქართველო გახდეს მათი სამომავლო ინვესტიციის განხორციელების ადგილი," - განაცხადა მინისტრმა. მისი თქმით, USAID - ი ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში ეხმარება სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოსაც და ხელს უწყობს საპრივატიზებო პროცესის უკეთ წარმართვაში.

რაც შეეხება სხვა პრიორიტეტულ მიმართულებებს, მინისტრმა ყურადღება გაამახვილა სტარტაპერების მხარდაჭერაზე, რომლის ფარგლებშიც ქართველ ინოვატორებს აქვთ შესაძლებლობა, აშშ-ში სილიკონ ველზე თავისი პროექტები პოტენციურ ინვესტორებს წარუდგინონ.

„პროგრამა ასევე ეხმარება საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას, რომელიც განკარგავს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს. ჩვენი მიზანია, აღნიშნული აეროპორტი გადავაქციოთ დასავლეთ საქართველოს ტურისტული მიზიდულობის ცენტრად და ჰაბად, საიდანაც ტურისტები გაეცნობიან დასავლეთ საქართველოს ღირსშესანიშნაობებს და ეს ყველაფერი ამერიკის მთავრობის და ამერიკელი ხალხის დახმარებით განხორციელდება," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა