logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
logo2
logo2
ევროკავშირის 2020 წლის ანგარიშში გარემოსდაცვითი და აგრარული მიმართულებებით საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პროცესი დადებითად შეფასდა
ევროკავშირის 2020 წლის ანგარიშში გარემოსდაცვითი და აგრარული მიმართულებებით საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პროცესი დადებითად შეფასდა
13:01 11.02.2021
ევროკომისიამ და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების 2020 წლის ანგარიში გამოაქვეყნა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ პანდემიის მიუხედავად, ქვეყანაში არ შეფერხებულა ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პროცესი, მათ შორისაა, გარემოს დაცვის, კლიმატის ცვლილების და სოფლის მეურნეობის კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება.

ანგარიში დადებითადაა შეფასებული ევროკავშირის ნორმებსა და სტანდარტებთან დაახლოების დინამიკა და ხაზგასმულია, რომ ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა კანონმდებლობის სრულყოფის მიმართულებით. შედეგად, მიღებულია ტყის ახალი კოდექსი, რომელიც ტყის მდგრადი მართვის სისტემას აყალიბებს; საქართველოს პარლამენტში წარდგენილია საქართველოს კანონი, „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“; მიღებულია საქართველოს კანონი ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შესახებ“, რომელის საფუძველზეც ქვეყანა ჰაერის ხარისხის მართვის ევროპულ სტანდარტებზე გადავა; როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ევროკომისია და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი მიესალმებიან საქართველოში მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების კონცეფციის განხორციელებას და ვალდებულებების ეტაპობრივ დანერგვის დაწყების პროცესს, ასევე, ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის დოკუმენტის განახლებას; გრძელვადიანი დაბალი ემისიების განვითარების სტრატეგიის შემუშავებას და კლიმატის საბჭოს შექმნას, რომელმაც ინსტიტუციურად გააძლიერა კლიმატის საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესი; „აკვაკულტურის შესახებ“ კანონის მიღებას, რომელიც განსაზღვრავს აკვაკულტურის ზონებს სანაპირო წყლებში და შიდა წყლებში, ადგენს პირობებს ნებართვების გაცემის შესახებ.

ანგარიშში დადებითადაა შეფასებული თევზჭერის სფეროში საკანონმდებლო და აღსრულების ნაწილში მიღებული პროგრესი, ასევე აღნიშნულია, რომ საქართველო გეგმის მიხედვით ასრულებს ვალდებულებებს სანიტარიული და ფიტოსანიტარული (SPS) მიმართულებით.

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ, 2020 წელს, ევროკავშირმა გახსნა შიდა ბაზარი საქართველოში წარმოებული ცხოველური წარმოშობის შინაური ბინადარი ცხოველის საკვებისთვის.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა