logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
logo2
logo2
ნათია თურნავა: უზბეკეთი ჩვენი პარტნიორი ქვეყანაა და მნიშვნელოვანია, სამხრეთ აზიის რეგიონი, უზბეკეთის გავლით, საქართველოსა და მისი პორტების გამოყენებით გავიდეს ევროპაში
ნათია თურნავა: უზბეკეთი ჩვენი პარტნიორი ქვეყანაა და მნიშვნელოვანია, სამხრეთ აზიის რეგიონი, უზბეკეთის გავლით, საქართველოსა და მისი პორტების გამოყენებით გავიდეს ევროპაში
08:28 10.02.2021
საპორტო, სარკინიგზო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის ერთობლივი განვითარების საკითხები განიხილეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ და უზბეკეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ, ინვესტიციებისა და ვაჭრობის მინისტრმა სარდორ უმურზაკოვმა ონლაინ-შეხვედრაზე, რომლის დროსაც ასევე გამახვილდა ყურადღება საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე, ლოგისტიკური დერეფნის განმტკიცებისა და სამომავლო გეგმების შესახებ. ასევე, მნიშვნელოვანი დრო დაეთმო ორმხრივი ვაჭრობის განვითარებას და ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით თანამშრომლობას.

ნათია თურნავას განცხადებით, საქართველო და უზბეკეთი არიან პარტნიორი ქვეყნები, მეგობრები და რეგიონში ძალიან სწრაფად, მზარდად განვითარებადი სახელმწიფოები. როგორც მინისტრმა აღნიშნა, უზბეკეთი ძალიან ბევრი მიმართულებით სწავლობს საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს და გარკვეულ მაგალითსაც იღებს აქედან.

„სატრანსპორტო-ლოგისტიკური დერეფნის განვითარების თვალსაზრისით ძალზედ მნიშვნელოვანია ჩვენსა და უზბეკეთს შორის განმტკიცებული თანამშრომლობა. მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები შესაძლებელს ხდის, რომ მთლიანად სამხრეთ აზიის რეგიონი უზბეკეთის გავლით და შემდეგ უკვე მულტიმოდალური სატრანსპორტო დერეფნით, საქართველოს პორტების გამოყენებით დაუკავშირდეს ევროპას. და ამისთვის ძალიან საინტერესო, დიდი სარკინიგზო პროექტები ხორციელდება როგორც უზბეკეთში, რომელიც აკავშირებს ავღანეთს, პაკისტანს, შემდგომში ინდოეთს, ასევე საქართველოში," - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ნათია თურნავამ.

მინისტრების შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ორი ქვეყნის მიერ შექმნილ, ერთობლივ სამუშაო ჯგუფს საქართველო უმასპინძლებს, რომელიც სატრანსპორტო-ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურაში ერთობლივი ინვესტიციების საკითხებზე იმუშავებს. გარდა ამისა, მიღებული იქნა გადაწყვეტილება შეიქმნას კიდევ ერთი ორმხრივი სამუშაო ჯგუფი, რომელიც განსაზღვრავს პოტენციალის მქონე საექსპორტო პროდუქციას და შეარჩევს მნიშვნელოვან საინვესტიციო პროექტებს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა