logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
logo2
logo2
გიორგი გახარია მსხვილ დამსაქმებლებს: ეკონომიკური ზრდა, სამუშაო ადგილები და ინვესტიციები უმთავრესი პრიორიტეტებია, ყოველთვის მზად ვარ, მოვისმინო წინადადებები და იცოდეთ, თქვენი ჩართულობისთვის მთავრობის ადმინისტრაციის კარი ღიაა
გიორგი გახარია მსხვილ დამსაქმებლებს: ეკონომიკური ზრდა, სამუშაო ადგილები და ინვესტიციები უმთავრესი პრიორიტეტებია, ყოველთვის მზად ვარ, მოვისმინო წინადადებები და იცოდეთ, თქვენი ჩართულობისთვის მთავრობის ადმინისტრაციის კარი ღიაა
16:18 08.02.2021
ეკონომიკური ზრდა, სამუშაო ადგილები და ინვესტიციების ხელშეწყობა არის საქართველოს მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტები და ამ პროცესში ბიზნესის მხარდაჭერას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში, მსხვილ დამსაქმებლებთან შეხვედრისას განაცხადა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა იმ ნაბიჯებზე, რომლებიც როგორც მთავრობის, ისე ბიზნესის ერთობლივი ძალისხმევით უნდა გადაიდგას, რათა პოსტპანდემიური ეკონომიკური აღდგენის ეტაპზე ქვეყანამ კონკურენტული პოზიცია და ეკონომიკის სწრაფი გაჯანსაღების პოტენციალი შეინარჩუნოს.

აღინიშნა, რომ პანდემიით გამოწვეული სირთულეების რაც შეიძლება მალე დაძლევისა და ჯერ კიდევ მოქმედი შეზღუდვების უფრო თამამად შემსუბუქების თვალსაზრისით, უმნიშვნელოვანესია დადგენილი წესებისა და რეგულაციების აღსრულება - მათ შორის პირბადის სწორად გამოყენება და სოციალური დისტანციის დაცვა.

პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა ქვეყანაში ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების შედეგებზე და განაცხადა, რომ მოქმედი რეგულაციებით მიღწეულმა სტაბილიზაციამ ქვეყანას მისცა რესურსი, ფრთხილად, წესების დაცვით ეტაპობრივად აღადგინოს ტურიზმი, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი ძირითადი მამოძრავებელი ძალაა და დამატებითი ჟანგბადი შესძინოს ეკონომიკური აღდგენის პროცესს.

გარდა ამისა, ქვეყანაში გაგრძელდება სტრუქტურული ეკონომიკური რეფორმები, გაიზრდება კაპიტალური ხარჯები, დაჩქარდება სახელმწიფო ქონების პრივატიზაცია, ასევე სახელმწიფო საწარმოების სისტემური რეფორმა, რათა მათი მართვა კორპორატიული მართვის უმაღლეს სტანდარტებს დაუახლოვდეს.

გიორგი გახარიამ მსხვილ დამსაქმებლებს კიდევ ერთხელ დაუდასტურა მზადყოფნა, პირადად ჩაერთოს მათთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტის პროცესში და იყოს გარანტი, კანონის ფარგლებში ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი ნებისმიერი პრობლემური საკითხის უმოკლეს ვადებში გადასაჭრელად, მათ შორის პანდემიის გამო წარმოქმნილი სირთულეების ფონზე პროექტების შეუფერხებელი რეალიზაციის კუთხით.

„ეკონომიკური ზრდა, სამუშაო ადგილების შენარჩუნება და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ხელშეწყობა ჩვენი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, ვინაიდან ეს ყველაფერი პირდაპირ კავშირშია გლობალურად შექმნილი ვითარებით გამოწვეული კრიზისიდან სწრაფად გამოსვლასთან. ყოველთვის მზად ვარ, მოვისმინო კონკრეტული წინადადებები თქვენგან და იცოდეთ, რომ თქვენი ჩართულობისთვის მთავრობის ადმინისტრაციის კარი ღიაა", - მიმართა პრემიერ-მინისტრმა მსხვილ დამსაქმებლებს.

შეხვედრაში, რომელიც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, სხვადასხვა სფეროში მოქმედი მსხვილი ბიზნესის 40-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა