logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
logo2
logo2
სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით კახეთის რეგიონში ახალი სამაცივრო მეურნეობა აშენდა
სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით კახეთის რეგიონში ახალი სამაცივრო მეურნეობა აშენდა
14:02 07.02.2021
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ახალი სამაცივრო მეურნეობა სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა. შპს „სომა მაცივარი“ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმოა, სადაც ჯამურად, 578,000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, მათ შორის, სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 231,200 ლარია, 289,000 ლარი - შეღავათიანი აგროკრედიტი. სამაცივრო მეურნეობაში 500 ტონა ხილისა და ბოსტნეულის შენახვაა შესაძლებელი; პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხორციელდება. საწარმოში 30-მდე ადგილობრივია დასაქმებული.

სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილი საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატთან, დავით სონღულაშვილთან და კახეთის მხარის რწმუნებულის მოადგილესთან, გივი მეტრეველი ერთად, ახლადგახსნილ საწარმოში იმყოფებოდა.

„სოფლის განვითარების სააგენტოსთვის პრიორიტეტია აღნიშნული ტიპის ინფრასტრუქტურის შექმნა. აგრარული წარმოების ღირებულებათა ჯაჭვში, უმნიშვნელოვანესია მოსავალის დროული დასაწყობება და შესაბამის პირობებში შენახვა. სახელმწიფოს მხრიდან, მომავალშიც არაერთი მსგავსი ტიპის პროექტი იქნება მხარდაჭერილი“, - განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ილია თამარაშვილმა.

მაჟორიტარი დეპუტატის, დავით სონღულაშვილის განცხადებით, ასეთი ტიპის მეურნეობები ქმნის შესაძლებლობას კიდევ უფრო მეტი ღირებულება შეიქმნას, კიდევ უფრო მეტი ადამიანი დასაქმდეს და მეტი იმპორტირებული პროდუქტი ჩანაცვლდეს ადგილობრივით.

აღსანიშნავია, რომ სოფლის განვითარების სააგენტოს საგრანტო პროგრამების ფარგლებში, მხარდაჭერილია 50-მდე სამაცივრო და შემნახველი მეურნეობა, მათი დაფინანსება კი, ჯამურად, 23 მლნ ლარს აღემატება.

შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში შემნახველი და სამაცივრო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ჯამში გაცემულია 154 მლნ ლარზე მეტი ღირებულების ათასზე მეტი სესხი, სააგენტოს გაცემული თანადაფინანსება 24 მლნ ლარს აჭარბებს.

სოფლის განვითარების სააგენტო ახორციელებს სოფლის მეურნეობის ღირებულებათა ჯაჭვის ყველა კომპონენტის მხარდამჭერ პროგრამებს. სოფლის განვითარების სააგენტო არის გზამკვლევი ფერმერებისა და სოფლად მაცხოვრებლებისათვის, რომ სოფლად საქმიანობა წარმატებულად განავითარონ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა