logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
logo2
logo2
ნათია თურნავა: ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსთან აქტიურად ვიმუშავებთ, რომ მოხდეს საქართველოს, როგორც უსაფრთხო ქვეყნის ხელახალი პოზიციონირება
ნათია თურნავა: ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსთან აქტიურად ვიმუშავებთ, რომ მოხდეს საქართველოს, როგორც უსაფრთხო ქვეყნის ხელახალი პოზიციონირება
11:25 05.02.2021
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსში 27 ასოციაცია და პარტნიორი ორგანიზაციაა გაერთიანებული და ჯამში 2000- ზე მეტ ბიზნეს სუბიექტს მოიცავს.

შეხვედრაზე განიხილეს ტურიზმის ინდუსტრიაში სტანდარტების დანერგვის, საკანონმდებლო ჩარჩოს მომზადების, ერთობლივი საინფორმაციო ბაზის შემუშავების საკითხები. თავის მხრივ ალიანსმა მინისტრს 2021 წლის სამოქმედო გეგმა და საქმიანობის მიმართულებები გააცნო.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ნათია თურნავამ აღნიშნა, ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსს აქვს ცოდნა, გამოცდილება და ინფორმაცია, ტურიზმის სფეროში რა პრობლემებზე არის საჭირო მუშაობა.

„მნიშვნელოვანია, რომ ალიანსი მიმართული და შექმნილია არამხოლოდ მოკლევადიანი პრობლემების დასაძლევად, რომელიც ახლა ბევრია ტურიზმის სექტორში და ერთად ვმუშაობთ ამაზე, არამედ საშუალოვადიან გეგმებზე სამუშაოდ. ზოგადად, ვიცით, რომ საქართველოში შეიცვალა ვითარება გლობალურად ტურიზმის ინდუსტრიაში და აქედან გამომდინარე 2025 წლამდე სტრატეგია რაც გვქონდა, მას სჭირდება განახლება - სწორედ ალიანსთან თანამშრომლობით ვიმუშავებთ და დავხვეწავთ საკანონმდებლო ბაზას, იმიტომ, რომ ახალი საკანონმდებლო ბაზა სჭირდება ტურიზმს" - აღნიშნა მინისტრმა.

ნათია თურნავას შეფასებით, გაგრძელდება მუშაობა, რომ სტანდარტი და ხარისხი ამაღლდეს, რადგან ახლანდელ ვითარებაში, როდესაც ტურიზმი უნდა აღორძინდეს, უკვე ძალიან სწრაფად და მიზნობრივად არის სამუშაო იმისთვის, რომ კვლავ შეიქმნას მოთხოვნა.

„ეს არ არის ის ვითარება, რომელიც გქვონდა 2019 წელს, როდესაც ძალიან დიდი რაოდენობით ვიზიტორი ჩამოდიოდა და ჩვენი ტურისტული ობიექტები ვერ აუდიოდნენ ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებას. დღეს ეს მოთხოვნა ხელახლაა შესაქმნელი და ეს არის აუცილებლად ხარისხი, ევროპული სტანდარტები, მარკეტინგი, საქართველოს, როგორც უსაფრთხო ქვეყნის ხელახალი პოზიციონირება და ამაში ჩვენ ვითანამშრომლებთ აქტიურად" - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა