logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
logo2
logo2
ნათია თურნავა: თითოული ჩვენგანის, მათ შორის ბიზნესების პასუხისმგებლობაა, რომ არ მოხდეს ვითარების გაუარესება
ნათია თურნავა: თითოული ჩვენგანის, მათ შორის ბიზნესების პასუხისმგებლობაა, რომ არ მოხდეს ვითარების გაუარესება
16:16 04.02.2021
„ჩვენი გეგმაზომიერი, რაციონალური, კრიტერიუმებზე დაფუძნებელი მიდგომის დასტურია, რომ ჩვენ შევძელით და ღია და დახურული ბაზრობები დაგეგმილზე ერთი კვირით ადრე იხსნება, ხოლო რესტორნები მთელი საქართველოს მასშტაბით 15 თებერვლიდან ღია სივრცეების ნაწილში აღადგენენ ფუნქციონირებას, ანუ ის წარმატებული მოდელი, რომელიც ჩვენ დავნერგეთ 1-ლი თებერვლიდან აჭარაში, გადმოვიტანეთ მთელ საქართველოში", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მთვარობის სხდომის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაზე საუბრისას.

როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, ეს არ არის უპირობო გახსნა, რადგან კრიტერიუმი ნათელია - ეს არის ეპიდვითარება და ე.წ. დადებითობის მაჩვენებელი. ამასთან, მინისტრის თქმით, ეს არის მთელი საზოგადოების და მათ შორის ბიზნესების პასუხისმგებლობა, რომ არ მოხდეს ეპიდვითარების გაუარესება და დღეს მიღებული გადაწყვეტილებების გადახედვის, ამ შემთხვევაში ნეგატიურად გადახედვის აუცილებლობა.

„როგორც ჩვენ ვპირდებოდით და ვეუბნებოდით მოსახლეობას, საზოგადეობას, ბიზნესის წარმომადგენლებს, რომ ჩვენი წინასწარი გრაფიკი არის ცვალებადი და დიდად დამოკიდებული იმაზე, თუ როგორი ეპიდემიოლოგიური ვითარებაა ქვეყანაში და ე.წ. დადებითობის მაჩვენებელი. რა თქმა უნდა, ეს არ არის უპირობო გახსნა, რადგან ჩვენი კრიტერიუმი ნათელია, ეს არის ეპიდვითარება და ე.წ. დადებითობის მაჩვენებელი. თითოული ჩვენგანის, მათ შორის ბიზნესების პასუხისმგებლობა არის, რომ არ მოხდეს ვითარების გაუარესება და ყველანი არ დავდგეთ იმ სამწუხარო აუცილებლობის წინაშე, რომ კვლავაც გადაიხედოს და ამ შემთხვევაში ნეგატიურად გადაიხედოს ჩვენი გადაწყვეტილებები, ეს ჩვენ ძალიან არ გვინდა. პირადად მე ძალიან მიხარია, რომ დღეს ჩვენ შეგვიძლია კონკრეტული თარიღები ვუთხრათ ბიზნესებს, მაგრამ ძალიან მკაცრად მოვთხოვთ, რაც აბსოლუტურად გასაგებია, ყველა წესის დაცვას და პასუხისმგებლობაც ამ თვალსაზრისით მკაცრდება, რაც ვფიქრობ, სავსებით სამართლიანია. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა პასუხისმგებლიანი ბიზნესი გაგებით მიუდგება იმას, რომ ერთის მხრივ ჩვენ მათ ვაძლევთ ნაადრევად ფუნქციონირების შესაძლებლობას და მეორე მხრივ გაორმაგებულად მკაცრად მოვთხოვთ, მათ შორის ეს შეეხება სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობას, მათ შორის სანქციებს და ა.შ", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა