logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
logo2
logo2
ნათია თურნავა: საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის გეგმაში ჩვენი ეკონომიკა და რეფორმების დახმარება ერთ-ერთ ცენტრალურ ადგილს იკავებს
ნათია თურნავა: საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის გეგმაში ჩვენი ეკონომიკა და რეფორმების დახმარება ერთ-ერთ ცენტრალურ ადგილს იკავებს
18:48 03.02.2021
ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორთან პიტერ ვიბლერთან ახალი სტრატეგიული გეგმა განიხილა, რომელიც USAID-ის მიერ საქართველოს ენერგეტიკული რეფორმების, მცირე და საშუალო ბიზნესისა და, ზოგადად, ეკონომიკის გაჯანსაღების ხელშეწყობას ითვალისწინებს.
შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს ტურიზმის კრიზისიდან გამოსვლის გეგმაზე, რაც USAID-ის წარმომადგენლების განცხადებით, ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის განვითარების ფარგლებში განსაკუთრებით პრიორიტეტული იქნება.

„ჩვენ განვიხილეთ ის ნაყოფიერი თანამშრომლობა, რაც გვაქვს წლების მანძილზე ამ ორგანიზაციასთან, რასაკვირველია, USAID-ის ფარგლებში თანამშრომლობა ასახავს ძალიან მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორობას საქართველოსა და აშშ-ს შორის და აღსანიშნავია, რომ ამ თანამშრომლობაში ახლა იწყება ახალი ეტაპი, დგება ახალი სტრატეგიული გეგმა, სადაც ჩვენი ეკონომიკა და რეფორმების დახმარება იკავებს ერთ-ერთ ცენტრალურ ადგილს - ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება მომავალ პერიოდშიც, ისევე როგორც აქამდე. განვითარდება თანამშრომლობა ენერგეტიკის სექტორშიც, ეს იქნება ენერგეტიკული რეფორმების მხარდაჭერა, ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის განმტკიცება" - აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ ნათია თურნავამ.

მინისტრის განცხადებით, USAID-ის ახალ სტრატეგიულ გეგმაში კვლავ მნიშვნელოვანი იქნება მცირე და საშუალო ბიზნესის დახმარება, რაც წარიმართება რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის პროგრამის „აწარმოე საქართველოში" გაძლიერებისა და უცხოელი ინვესტორების მოზიდვის დახმარების თვალსაზრისით.

„ამ კუთხით ჩვენ ერთმანეთთან აქამდეც ვთანამშრომლობთ და ძალიან საინტერესო პროგრამები გვაქვს, მათ შორის უცხოელი ინვესტორების მოზიდვის ნაწილში. USAID გვეხმარება სხვადასხვა განთავსების, მრჩევლებისა და კონსულტანტების მოზიდვით, ვინც საქართველოს მიმზიდველობას გააცნობს სხვადასხვა ქვეყნის გლობალურ ინვესტორებს და სწორედ ამ მიმართულებითაც გავაძლიერებთ მუშაობას" - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა