logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
logo2
logo2
ნათია თურნავა: 2020 წელს განსაკუთრებით იგრძნობოდა კარგი კოორდინაციის ხარისხი მთავრობასა და პარლამენტს შორის
ნათია თურნავა: 2020 წელს განსაკუთრებით იგრძნობოდა კარგი კოორდინაციის ხარისხი მთავრობასა და პარლამენტს შორის
15:21 03.02.2021
„2020 წელი იყო განსაკუთრებულად გამორჩეული, ძლიერი გამოწვევებით აღსავსე წელი და, რა თქმა უნდა, ეს შეეხო საპარლამენტო ცხოვრებასაც - განსაკუთრებით იგრძნობოდა კარგი კოორდინაციის ხარისხი მთავრობასა და პარლამენტს შორის, რის გარეშეც წარმოუდგენელი იქნებოდა ეფექტური ბრძოლა პანდემიასთან, ანტიკრიზისული ღონისძიებების ეფექტური გატარება, მათ შორის, სტრუქტურული რეფორმების განხორციელება, რომელიც ჩვენ არ შეგვინელებია და ამაში ძალიან დიდი წვლილი აქვს საქართველოს პარლამენტს," - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის მიერ პარლამენტის ყოველწლიური საქმიანობას ანგარიშის შეფასებისას განაცხადა.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, 2020 წელი გამორჩეული იყო იმითაც, რომ ქვეყანაში ჩატარდა დემოკრატიული არჩევნები, რომელიც ყველა საერთაშორისო შეფასებით, იმსახურებს უმაღლეს ქულას - ის ჩატარდა ყველა დემოკრატიული სტანდარტის დაცვით და, მინისტრის განცხადებით, აქაც ძალიან დიდი იყო პარლამენტისა და იმ საკანონმდებლო ცვლილებების წვლილი, რამაც უფრო მეტად ევროპული, დემოკრატიული სტანდარტის შესატყვისი გახადა ჩვენი საარჩევნო კანონმდებლობა.

„ასევე მნიშვნელოვანია და მსურს აღვნიშნო, რომ 2020 წელს გაძლიერდა პარლამენტის ზედამხედველობა მთავრობაზე - მეც და ჩემს კოლეგებსაც არაერთხელ გვიწევდა პარლამენტში მისვლა, კომიტეტებში, პლენარულ სხდომებზე ანგარიშის ჩაბარება, კომუნიკაცია და ესეც ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლაა. 2021 წელს გავაგრძელებთ ასეთ კარგ კოორდინაციას და მჭიდრო მუშაობას, მათ შორის, საქართველოს პარლამენტთან იმისთვის, რომ გავაცოცხლოთ ეკონომიკა, დავძლიოთ კრიზისი, პოსტპანდემიური მოვლენები და გავაგრძელოთ რეფორმები," - აღნიშნა მინისტრმა.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა