logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
logo2
logo2
ნათია თურნავა: ინდოეთთან კარგი ეკონომიკური ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო ვაჭრობისთვის, არამედ იგივე ტურიზმისთვის
ნათია თურნავა: ინდოეთთან კარგი ეკონომიკური ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო ვაჭრობისთვის, არამედ იგივე ტურიზმისთვის
14:25 03.02.2021
ინდოეთსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მომზადებულმა მიზანშეწონილობის კვლევამ გამოავლინა ძალიან პოზიტიური სურათი, რომ საქართველოსა და ინდოეთს შორის თავისუფალ ვაჭრობას პოზიტიური ეფექტი ექნება ორივე ქვეყნისთვის, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ მედიასთან საუბრისას განაცხადა.

„როგორც იცით, შედგა შეხვედრა ინდოეთის ელჩსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს შორის, სადაც საუბარი შეეხო ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმებას. პირველ რიგში, ორივე მხარემ მიზანშეწონილობის კვლევა მოვამზადეთ, რომელმაც გამოავლინა ძალიან პოზიტიური სურათი, რომ საქართველოსა და ინდოეთს შორის თავისუფალ ვაჭრობას ძალიან დიდი პოზიტიური ეფექტი ექნება როგორც საქართველოსთვის, ასევე ინდოეთისთვის. უკვე გავცვალეთ ამ შეთანხმების ტექსტი და იმედი გვაქვს, უახლოეს პერიოდში უშუალო მოლაპარაკებაზე გადავალთ. მოლაპარაკების პირველი რაუნდი აქამდეც დაგეგმილი იყო, უბრალოდ პანდემიამ შეგვიშალა ხელი და ახლა ვფიქრობთ, რომ უკვე აქტიურ ეტაპზე გადავალთ", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მინისტრის თქმით, ინდოეთთან კარგი ეკონომიკური ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო ვაჭრობისთვის, არამედ იგივე ტურიზმისთვის და ინდოეთი ერთ-ერთი ის ქვეყანაა, საიდანაც მაღალმხარჯველიან ტურისტებს ველოდებით.

„გუშინ შევხვდით ტუროპერატორებს, გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა 20-მდე კომპანიასთან პირადად მე და ტურიზმის ადმინისტრაციას. მათ დაასახელეს ქვეყნები, საიდანაც უკვე ამ ეტაპზე ელოდებიან საკმაოდ მაღალმხარჯველი კატეგორიის ტურისტებს და მათ შორის ერთ-ერთი ინდოეთია. თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკების დაწყება და წარმატებით დასრულება კი, რისი დიდი იმედიც გვაქვს, დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ამას", - აღნიშნა ნათია თურნავამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა