logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
logo2
logo2
ნათია თურნავა: ტურიზმის სექტორთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ საბოლოო გეგმაზე, რომ საქართველო, როგორც უსაფრთხო, მასპინძელი ქვეყანა ხელახლა გავაცნოთ მსოფლიოს
ნათია თურნავა: ტურიზმის სექტორთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ საბოლოო გეგმაზე, რომ საქართველო, როგორც უსაფრთხო, მასპინძელი ქვეყანა ხელახლა გავაცნოთ მსოფლიოს
21:37 02.02.2021
„პრემიერ მინისტრისა და საკოორდინაციო საბჭოს დავალებით, შემუშავებულია საქართველოს ტურიზმის გაჯანსაღების გეგმა, მათ შორის მარკეტინგული აქტივობები, რაც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მსოფლიოს ხელახლა გავაცნოთ საქართველო, როგორც უსაფრთხო, მასპინძელი ქვეყანა და ამისთვის გვაქვს ყველა წინაპირობა. მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ტუროპერატორების, ტურისტული სააგენტოების, კერძო კომპანიებისა და ტურიზმის ბაზრის სხვა წარმომადგენლების დახმარებით გვსურს ეს გეგმა საბოლოო სახით ჩამოვაყალიბოთ, დავხვეწოთ, რომ უფრო მიზნობრივი იყოს ჩვენი მარკეტინგული სტრატეგია, ჩვენი ორიენტაცია სხვადასხვა ბაზარზე და უკვე პირველ სტუმრებს ვუმასპინძლოთ უახლოეს პერიოდში" - ამის შესახებ ნათია თურნავამ ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან გამართული სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი და ბიზნესომბუდსმენი ნინო კვეტენაძე.
შეხვედრაზე ტოროპერატორები გაეცნენ პრემიერ მინისტრისა და საკოორდინაციო საბჭოს დავალებით შემუშავებულ საქართველოს ტურიზმის უსაფრთხო აღდგენის 2021 წლის გეგმას და მიმდინარე წელს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დაგეგმილ აქტივობებს, რომელიც კომპანიებს მეტი ტურისტის მოზიდვაში დაეხმარება.

მინისტრის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ტურიზმის ინდუსტრიის დახმარება „კოვიდთან" დაკავშირებული კრიზისის დაძლევის მიმართულებით, რადგან უკვე არსებობს მოცემულობა, როდესაც პირველი თებერვლიდან, შესაძლებელი გახდა საერთაშორისო ფრენებზე შეზღუდვების გაუქმება.

„როგორც იცით, საქართველოში შემოსვლის წესები სხვაგვარად გადაიხედა და შემსუბუქდა, მათ შორის ველოდებით ვაქცინირებულ ტურისტებს, ველოდებით ტურისტებს მთელი რიგი ქვეყნებიდან პისიარის ტესტით, რომლებიც მესამე დღეს კიდევ გაიტესტებიან. ამ და სხვადასხვა მიმართულებით ვაცნობთ ტურისტულ ინდუსტრიას ახალ მარკეტინგულ გეგმას, რომელიც ტურიზმის გაჯანსაღებას და ტურიზმის ადმინისტრაციის მიერ სექტორის ხელშეწყობის სხვადასხვა აქტივობებს გულისხმობს", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე ინფორმაციით, ტურიზმის აღდგენის და გაჯანსაღების საბოლოო გეგმაზე ტურისტულ სექტორთან სამუშაო შეხვედრები აქტიურად გაგრძელდება.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა