logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
logo2
logo2
გიორგი გახარიამ EIB-ის რეგიონულ წარმომადგენელთან შეხვედრაზე COVID-19-ით გამოწვეულ ეკონომიკურ კრიზისთან ეფექტურ გამკლავებაში საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის როლზე ისაუბრა
გიორგი გახარიამ EIB-ის რეგიონულ წარმომადგენელთან შეხვედრაზე COVID-19-ით გამოწვეულ ეკონომიკურ კრიზისთან ეფექტურ გამკლავებაში საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის როლზე ისაუბრა
16:49 02.02.2021
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) რეგიონულ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში მაჩიე ჩურას შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეულ ეკონომიკურ კრიზისთან ეფექტურ გამკლავებაში საერთაშორისო ფინანსური მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და EIB-ს მადლობა გადაუხადა აქტიური თანამშრომლობისთვის საქართველოს როგორც საჯარო, ისე - კერძო სექტორთან.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ საქართველო ემზადება 2024 წელს ამბიციური განაცხადის გასაკეთებლად ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობის შესახებ და ამ გზაზე განვითარების საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.

შეხვედრისას აღინიშნა, რომ ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პარტნიორია და ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით საქართველო EIB-ის ინვესტიციების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ბენეფიციარია. ქვეყანაში თავისი საქმიანობის დაწყების დღიდან ბანკმა სახელმწიფო სექტორში 1.48 მილიარდი ევროს, ხოლო სახელმწიფო და კერძო სექტორში ერთად, ჯამში, 2 მილიარდი ევროს ინვესტიცია განახორციელა. მათ შორისაა ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები, როგორიცაა გზები, ენერგია, წყალი და სხვა.

საუბარი შეეხო EIB-ის ხელშეწყობით საქართველოში საგზაო ინფრასტრუქტურის და ქსელის განახლებას, რაც მაგისტრალის სხვადასხვა მონაკვეთის რეაბილიტაცია-გაფართოებას, ზემო ოსიაურსა და ჩუმათელეთს შორის 14.1 კმ-იანი ახალი მაგისტრალის და მასთან დაკავშირებული მისასვლელი გზების მშენებლობას მოიცავს.

აღინიშნა, რომ ადგილობრივ ბანკებთან თანაშრომლობით, EIB-ი მხარს უჭერს მცირე, ინოვაციურ ბიზნესს, InnovFin ხელშეკრულებისა და ევროკავშირის EU4Business ინიციატივის მეშვეობით. შეხვედრაზე ასევე პოზიტიურად შეფასდა EIB-ის პროგრამა მიკრომეწარმეებისთვის, ქალებისთვის, ახალგაზრდებისა და სოფლად მცხოვრებთათვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კუთხით, რაც ხელს უწყობს ფინანსური ჩართულობის განვითარებას და გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდას.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა