logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
logo2
logo2
გიორგი გახარია: მნიშვნელოვანია EBRD-ისა და საქართველოს მთავრობის თანამშრომლობა იმ ხმამაღალი განაცხადისთვის, რომელიც 2024 წლის ბოლოს ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობის შესახებ უნდა გავაკეთოთ
გიორგი გახარია: მნიშვნელოვანია EBRD-ისა და საქართველოს მთავრობის თანამშრომლობა იმ ხმამაღალი განაცხადისთვის, რომელიც 2024 წლის ბოლოს ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობის შესახებ უნდა გავაკეთოთ
16:34 02.02.2021
EBRD-ი საქართველოს განვითარების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია; ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტის ეს ვირტუალური ვიზიტი საქართველოში და მის გუნდთან შეხვედრა უაღრესად მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ EBRD-ის ახალ პრეზიდენტთან, ოდილ ღენო-ბასოსთან ონლაინ-ფორმატში შეხვედრისას განაცხადა.

გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტის ვიზიტის დიდ მნიშვნელობას, განსაკუთრებით კოვიდ-პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით.

„ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტის ეს ვირტუალური ვიზიტი საქართველოში და მის გუნდთან შეხვედრა არის უაღრესად მნიშვნელოვანი. EBRD-ი საქართველოს განვითარების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია. ვისაუბრეთ იმ პროექტებზე, რომელსაც EBRD-ი უკვე ახორციელებს საქართველოში, როგორც ფიზიკური ინფრასტრუქტურის, ასევე ენერგოსექტორის, სტრუქტურული რეფორმების და ბევრი სხვა მიმართულებით. რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ, რამდენად მნიშვნელოვანია EBRD-ისა და საქართველოს მთავრობის თანამშრომლობა იმ ხმამაღალი განაცხადისთვის, რომელიც საქართველომ უნდა გააკეთოს 2024 წლის ბოლოს ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობის შესახებ და EBRD-ი არის ის ორგანიზაცია, რომელიც ეხმარება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, რათა ჩვენ მივაღწიოთ ამ მიზანს", - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი გახარიას შეფასებით, უმნიშვნელოვანესია EBRD-ის დახმარება კერძო სექტორისთვის.

„მოგეხსენებათ, კერძო სექტორი არის საქართველოს ეკონომიკის განვითარების და სამუშაო ადგილების შექმნის ძირითადი მამოძრავებელი ძალა, ამიტომ ჩვენ რა თქმა უნდა მადლობა გადავუხადეთ ჩვენს კოლეგებს ასეთი დახმარებისთვის. უმნიშვნელოვანესია ის სფეროები, რომელზეც ჩვენ დღეს ვისაუბრეთ - ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ფიზიკური ინფრასტრუქტურა, სტრუქტურული რეფორმები და რა თქმა უნდა ამ მიმართულებით თანამშრომლობას გავაგრძელებთ. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჩვენს სტუმებს და გამოვთქვა იმედი, რომ, ახალი საქართველოსთან თანამშრომლობის სტრატეგიული პროგრამა შემდგომი 5 წლის განმავლობაში, რომელზეც EBRD-მა მუშაობა უკვე დაიწყო, იქნება ისეთივე წარმატებული, როგორიც მიმდინარე პროგრამა იყო", - აღნიშნა გიორგი გახარიამ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა