logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
logo2
logo2
ნათია თურნავა: EBRD ქართველი ხალხის და საქართველოს ბიზნესის ძალიან კარგი და საიმედო პარტნიორია
ნათია თურნავა: EBRD ქართველი ხალხის და საქართველოს ბიზნესის ძალიან კარგი და საიმედო პარტნიორია
16:30 02.02.2021
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი წლების მანძილზე არის ქართველი ხალხის და საქართველოს ბიზნესის ძალიან კარგი და საიმედო პარტნიორი, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, EBRD-ის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, EBRD რეფორმების განხორციელებაში ეხმარება არა მხოლოდ მთავრობას, არამედ, უშუალოდ, კერძო სექტორს

„ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი წლების მანძილზე არის ქართველი ხალხის და საქართველოს ბიზნესის ძალიან კარგი და საიმედო პარტნიორი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ EBRD ეხმარება არა მარტო მთავრობას, რეფორმების განხორციელებაში, თუმცა ეს ძალიან წონადი დახმარებაა, არამედ, უშუალოდ, კერძო სექტორს, მათ შორის, ჩვენი საბანკო სექტორის გავლით. ძალიან მნიშვნელოვანია მათი მხრიდან ის დამატებითი რესურსი, რომელიც პანდემიის დროს ასაზრდოებს ჩვენს მცირე და საშუალო ბიზნესებს, ხელმისაწვდომი დაფინანსების მიმართულებით", - განაცხადა ნათია თურნავამ.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია ასევე EBRD-ის ჩართულობა სტრუქტურულ რეფორმებში.

„რაც შეეხება რეფორმების პროცესში დახმარებას, მნიშვნელოვანია მათი ჩართულობა სტრუქტურულ რეფორმებში, ისეთი, როგორიცაა სახელმწიფო საწარმოების რეფორმა, კაპიტალის ბაზრის განვითარების რეფორმა, ასევე სექტორული რეფორმების მიმართულება. განსაკუთრებით გამოვყოფ ენერგეტიკის სექტორის რეფორმისა და ამ სექტორის განვითარებაში გაწეულ დახმარებას EBRD-ის მხრიდან. ისინი გვეხმარებიან ქვესადგურების, გადამცემი ინფრასტრუქტურის გაძლიერებაში, ენერგეტიკული ბაზრის რეფორმირებაში და ახალი, განახლებადი წყაროების ხელშეწყობაში, კერძოდ, აუქციონების სისტემის დანერგვაში. გვეხმარებიან ისეთი უახლესი ტექნოლოგიების განვითარებაში, როგორიცაა მწვანე წყალბადის ტექნოლოგია. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დახმარებაა ენგურის აუზის შესწავლა, ენგურჰესის რეაბილიტაცია, რაც ჩვენი ენერგორესურსების მნიშვნელოვანი წყაროა", - განაცხადა ნათია თურნავამ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა