logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
logo2
logo2
500 Startups-ის აქსელერაციის მეორე, ინტენსიური ეტაპი დაიწყო
500 Startups-ის აქსელერაციის მეორე, ინტენსიური ეტაპი დაიწყო
11:14 02.02.2021
მსოფლიოში წამყვანი ბიზნეს აქსელერატორი, 500 Startups-ი, კვლავ განაგრძობს აქსელერაციის პროგრამას. კომპანია საქართველოში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და საქართველოს ბანკის პარტნიორობით შემოვიდა. აქსელერაციის მეორე, 6 კვირიანი ინტენსიური ეტაპი უკვედაიწყოდა ის 12 მარტამდე გაგრძელდება. Activechat, Agrolabs, B2C.GE, Corebook, Kernel, Kvalifika, My Nanny, PAYZE, Simpolium, YouTravel.me -ეს იმ სტარტაპების ჩამონათვალია, რომლებიც საკუთარი იდეების დახვეწას მენტორებთან ერთად გააგრძელებენ.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 5 სტარტაპი, Payze, Agrolabs, Youtravel.me, Kvalifika, Corebook, დამატებით ინვესტიციას მიიღებს. მათგან 2 კომპანია კი აქსელერაციის ფინალურ ეტაპზე Silicon Valley-ში წასასვლელად immersion program - ში მონაწილეობისთვის საგზურს მოიგებს.

აღსანიშნავია, რომ ამ ხუთ კომპანიასთან ერთად ინტენსიური პროგრამის კიდევ 5 წევრი (Activechat, B2C.GE, Kernel, My Nanny, Simpolium) მიიღებს შესაძლებლობას, „Demo Day”- ზე ინვესტორების წინაშე წარსდგნენ.

პროექტი500 Startups რეგიონის მასშტაბით 500 Georgia-ს სახელით ხორციელდება. პროგრამაში ჩართულ სტარტაპებს შორის კი ოთხი უცხოური კომპანიაა. მათ შორის: ლატვიის, უკრაინისა და ესტონეთის ქვეყნებიდან. აღსანიშნავია, რომ 10 კომპანიიდან, 4-ის თანადამფუძნებელი ქალია.

„სასიხარულოა, რომ ჩვენი პარტნიორობით, საქართველოში აქსელერაციის გლობალური პროგრამა, 500 Startups-ი ხორციელდება. პროექტის მეშვეობით სტარტაპებს ეძლევათ შესაძლებლობა, მიიღონ მენტორინგი მსოფლიოში წამყვანი კომპანიის დამფუძნებლებისგან და დახვეწონ საკუთარი ბიზნეს იდეები, რათა შეძლონ გლობალურ ბაზარზე მასშტაბირება. პროგრამაში ჩართული 10 სტარტაპიდან 5 დამატებით ინვესტიციას საქართველოს ბანკისგან მიიღებს. საბოლოოდ კი, 2 რჩეული კომპანია სან ფრანცისკოში, სილიკონ ველიზე გაემგზავრება. გვჯერა, რომ 500 Georgia უმნიშვნელოვანეს როლს ითამაშებს წარმატებული კომპანიების შექმნასა და გლობალური სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებაში, რაც კიდევ უფრო აამაღლებს საქართველოს, როგორც საინვესტიციო პოტენციალის მქონე ქვეყნის იმიჯს“,- განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ, საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა.

ინფორმაციისთვის, მეორე ეტაპისთვის 500 Startups-მა, როგორც საქართველოს, ასევე მთელი მსოფლიოს მასშტაბით წარმოდგენილი 140 აპლიკაციიდან 14 სტარტაპი შეარჩია. 2020 წლის ნოემბრიდან 2021 წლის იანვრამდე, შერჩეულმა კომპანიებმა Foundations Bootcamp და Remote Experimentation პროგრამები გაიარეს. 2,5 თვის პერიოდის მანძილზე სტარტაპ დამფუძნებლებთან მუშაობის საფუძველზე, 500 Startups-მა შეაფასა კომპანიების საბაზრო პოტენციალი, ზრდის მაჩვენებლები და გუნდის პროგრამაში ჩართულობის ხარისხი. კომპანიების უმრავლესობამ შთამბეჭდავი პროგრესი აჩვენა, თუმცა საბოლოოდ, შემდეგ ეტაპზე 14-დან 10 სტარტაპი გადავიდა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა