logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
logo2
logo2
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „სილქ როუდ ჯგუფის“ და „ანაგის“ ერთობლივი პროექტი ხორციელდება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „სილქ როუდ ჯგუფის“ და „ანაგის“ ერთობლივი პროექტი ხორციელდება
18:19 29.01.2021
საქართველოს ბანკი ადგილობრივი პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, მწვანე კონცხზე საცხოვრებელი/დასასვენებელი კომპლექსი „ბოტანიკო“ შენდება. გარდა ადგილმდებარეობისა, „სილქ როუდ ჯგუფის“ და „ანაგის“ ერთობლივ პროექტს, მისი არქიტექტურა და მშენებლობის მაღალი ხარისხი გამოარჩევს.
მარადმწვანე სუბტროპიკულ მცენარეებში ჩაფლული კომპლექსი 2 დამოუკიდებელი ბლოკისგან შედგება, სადაც სმარტ სისტემებით აღჭურვილი 81 ბინაა განთავსებული. თითოეული ბინიდან კი პანორამული ხედი შავ ზღვაზე,180 გრადუსით იშლება.

1.5 ჰექტარზე გადანაწილებული სივრცე ბათუმიდან 9 კმ.-ითაა დაშორებული და სრულფასოვანი განტვირთვისთვის ყველა ელემენტს აერთიანებს, როგორიცაა: სარელაქსაციო და სავარჯიშო სივრცეები, ოთხივე სეზონზე ფუნქციონირებადი საცურაო აუზი,ბარ-რესტორანი, საფეხმავლო და საველოსიპედო ბილიკები და რაც მთავარია, ახლოს მდებარე სანაპირო და ბათუმის ბოტანიკური ბაღი. დამატებითი კომფორტისთვის კი „მწვანე კონცხი ბოტანიკო“ ბინადრებს24 საათიან დაცვას, ტექნიკურ დახმარებას და დასუფთავების სერვისს სთავაზობს.

ბინები სრული რემონტით, გათბობისა და კონდიცირების ინდივიდუალური სისტემით, ტექნიკით, სამზარეულოს ავეჯითა და სრულად მოწყობილი სველი წერტილებით ბარდება. გარდა ამისა, მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, თავად აირჩიოს ავეჯი, რომელიც ბინაში განთავსდება.

აღსანიშნავია, რომ ბანკი და „მწვანე კონცხი ბოტანიკო“ SOLO და WM მომხმარებლებს აძლევს უნიკალურ შეთავაზებას, რაც იმას ნიშნავს რომ დღეიდან, 2021 წლის 1 აპრილამდე ის, ვინც გადაწყვეტს ბინის შეძენას დროის ამ შუალედში, შეძლებს ისარგებლოს 7%-იანი ფასდაკლებით, როგორც კვადრატულის ფასზე, ასევე იპოთეკურ სესხზე.

„საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, კიდევ ერთი, უნიკალური, ადგილობრივი პროექტი - „მწვანე კონცხი ბოტანიკო“ ხორციელდება. „ბოტანიკო“ უმაღლესი ხარისხის საცხოვრებელი და დასასვენებელი კომპლექსია, რომელიც მისი უნიკალური ადგილმდებარეობითა და კომფორტით, არქიტექტურული გადაწყვეტითა და გეგმარებით გამოირჩევა. გარდა ამისა, პროექტის დამატებითი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ის ორი უძლიერესი ბიზნესჯგუფის, „სილქ როუდისა“ და „ანაგის“ ჩართულობით ხორციელდება. მოხარული ვართ, რომ „მწვანე კონცხი ბოტანიკოსთან“ ერთად ჩვენ ჩვენს SOLO და WM მომხმარებელს ვაძლევთ საინტერესო შეთავაზებას ისარგებლონ სპეციალური პირობებით. გვჯერა, რომ პროექტი იქნება ძალიან წარმატებული და მნიშვნელოვან როლს ითამაშებს როგორც დასაქმების, ასევე ადგილობრივი ბიზნესის განვითარების კუთხით“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.

ინფორმაციისთვის, „სილქროუდ ჯგუფი“ ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო კომპანიაა საქართველოში, რომელიც 1997 წელს დაარსდა. კომპანია ძირითადად 5 სექტორში საქმიანობს. ესაა: უძრავი ქონება, ტელეკომუნიკაციები, სტუმარ-მასპინძლობა, ტრანსპორტირება და ენერგეტიკა. „სილქროუდ ჯგუფი“ ერთ-ერთ მთავარ მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს საქართველოში საინტერესოდ აღიარებული ტურისტული მიმართულებების განვითარებაში. წლების განმავლობაში ჯგუფი ქმნის მსოფლიო კლასის ტურსერვისს და წამყვან როლს თამაშობს ქვეყნის ტურიზმის სექტორში. ჯგუფის მფლობელობაშია მრავალი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი სასტუმროები: Radisson Blu Iveria თბილისში, Radisson Blu ბათუმში, Radisson Collection წინანდალში და ასევე წინანდალის მდებარე Park Hotel-ი.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა