logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
logo2
logo2
ნათია თურნავა: პრემიერ-მინისტრის დავალებით შევიმუშავეთ საქართველოს და უცხოეთის მოქალაქეებითვის ქვეყანაში შემოსვლის რეალობაზე მორგებული ახალი შემსუბუქებული რეჟიმი
ნათია თურნავა: პრემიერ-მინისტრის დავალებით შევიმუშავეთ საქართველოს და უცხოეთის მოქალაქეებითვის ქვეყანაში შემოსვლის რეალობაზე მორგებული ახალი შემსუბუქებული რეჟიმი
14:04 29.01.2021
პრემიერ-მინისტრის დავალებით და თაოსნობით მთელი ეს პერიოდი ვმუშაობდით საქართველოში შემოსვლის რეჟიმის გადახედვასა და ახალი რეალობის მორგებაზე როგორც საქართველოს, ასევე უცხოეთის მოქალაქეებისათვის, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ნათია თურნავამ ისაუბრა იმ შემსუბუქებულ რეგულაციებზე, რომელიც საქართველოს და უცხოეთის მოქალაქეებზე, საქართველოს საზღვარზე შემოსვლის შემთხვევაში გავრცელდება.

“პირველი თებერვლიდან აღდგება რეგულარული ფრენები, შესაბამისად, პრემიერ-მინისტრის დავალებით და თაოსნობით მთელი ეს პერიოდი ვმუშაობდით საქართველოში შემოსვლის რეჟიმის გადახედვასა და ახალი რეალობის მორგებაზე როგორც საქართველოს, ასევე უცხოეთის მოქალაქეებისათვის.

ეს შემსუბუქება ხელს შეგვიწყობს, რეგულარული ფრენების აღდგენის პირობებში, ყველა ეპიდემიოლოგიური წესის და სიფრთხილის დაცვით, თანდათან ავამოქმედოთ ტურისტული პოტენციალი, შესაძლებლობების ფარგლებში და იმის გათვალისწინებით, რომ პანდემია ჯერ არ დამარცხებულა.

დღემდე საქართველოს მოქალაქეები საზღვარზე შემოდიან ან ნეგატიური PCR ტესტით და 8 დღიან თვითიზოლაციაში გადადიან, ან იმ შემთხვევაში, თუ მათ არ აქვთ PCR ტესტი წარდგენილი ქვეყანაში შემოსვლისას, 12 დღიან თვითიზოლაციას ექვემდებარებიან და ჩვენ ამ პროცესს ვაკონტროლებთ.

თებერვლიდან, რეგულარული ფრენების აღდგენასთან ერთად, საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ არჩევანის უფლება, შემოვიდნენ ქვეყანაში ნეგატიური PCR ტესტით და 8 დღიან თვითიზოლაციაში გადაინაცვლონ, ან თვითიზოლაციის ნაცვლად, მესამე დღეს, საკუთარი ხარჯით კიდევ ერთი PCR ტესტი ჩაიტარონ და ამ შემთხვევაში თვითიზოლაციიდან თავისუფლდებიან. ხოლო საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომელთაც არ ექნებათ შემოსვლისას ნეგატიური PCR ტესტი, 12 დღიანი თვითიზოლაციის ნაცვლად, 8 დღიანი თვითიზოლაცია წესდება და ჩვენ ამ ნაწილში მივყვებით ევროპის სტანდარტებს“, -განაცხადა ნათია თურნავამ.

მისი თქმით, უცხო ქვეყნის ვიზიტორებს ნებისმიერი ტიპის კოვიდ-ვაქცინის სრული კურსის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტის საზღვარზე წარდგენის შემთხვევაში, შეეძლება უპირობოდ საქართველოში შემოსვლა.

„რაც შეეხება უცხო ქვეყნის ვიზიტორებს - ნებისმიერი ტიპის კოვიდ-ვაქცინის სრული კურსის ჩატარების, (რაც ნიშნავს ორ სრულ დოზას), დამადასტურებელი დოკუმენტის საზღვარზე წარდგენით, ყველა ქვეყნის მოქალაქეს შეეძლება უპირობოდ საქართველოში შემოსვლა.

რაც შეეხება არავაქცინირებულ ვიზიტორებს - ევროკავშირის, ისრაელის, შვეიცარიის, აშშ-ს, საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საემიროების, ბაჰრეინის მოქალაქეებს და რეზიდენტებს, ამავე ქვეყნებიდან ტრანზიტულად ვინც შემოდის საქართველოში, ქვეყანაში შემოსვლის შესაძლებლობა ექნებათ ბოლო 72 საათში გაკეთებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხით და ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ მესამე დღეს სავალდებულოდ ჩაიტარონ PCR ტესტი. ჩვენ აქ თვითიზოლაციის ვალდებულებას ვაუქმებთ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა