logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
logo2
logo2
სამთავრობო გუნდმა ბაზრობების ხელმძღვანელებთან, სექტორის უსაფრთხო გახსნისთვის გასატარებელ ღონისძიებებზე შეხვედრა გაიმართა
სამთავრობო გუნდმა ბაზრობების ხელმძღვანელებთან, სექტორის უსაფრთხო გახსნისთვის გასატარებელ ღონისძიებებზე შეხვედრა გაიმართა
19:28 28.01.2021
საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, პირველი ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრები - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი და ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, ასევე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე, შრომის ინსპექციის ხელმძღვანელი ბექა ფერაძე და ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი ნინო კვეტენაძე მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს ბაზრობების ხელმძღვანელებს შეხვდნენ, რომლებიც შეზღუდვების მოხსნის ეტაპობრივი გეგმის შესაბამისად, მუშაობას 15 თებერვლიდან განაახლებენ.

საუბარი შეეხო ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ტენდენციებს, რომელიც ფრთხილი ოპტიმიზმის საშუალებას იძლევა. მთავრობის წევრებმა აღნიშნეს, რომ თუ მსგავსი ტენდენცია უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში შენარჩუნდება, მომდევნო ნაბიჯები შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის მიმართულებით დაგეგმილზე ადრე გადაიდგმება. მათ შორის, საუბარია როგორც სასწავლო პროცესის კლასებში აღდგენაზე, ისე მუნიციპალური ტრანსპორტის ეტაპობრივად ამოქმედებაზე. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ამ ეტაპზე ცვლილება არ ეხება ბაზრობების გახსნის თარიღს, თუმცა ქვეყანაში ინფიცირების დადებითობის მაჩვენებლის 4%-მდე შემცირების შემდეგ, გამორიცხული არ არის, მთავრობამ აღნიშნული თარიღის უფრო ადრე გადმოწევის საკითხზეც იმსჯელოს.

ყურადღება გამახვილდა იმ ღონისძიებებზე, რომლებიც უსაფრთხო გახსნის მიზნით ღია და დახურული ტიპის ბაზრობების მხრიდან უნდა განხორციელდეს. ვირუსის გავრცელების პრევენციის კუთხით კვლავაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება როგორც ბაზრობების ადმინისტრაციის, ისე დასაქმებულთა მიერ ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ნორმებისა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრულყოფილად აღსრულების მნიშვნელობას, მათ შორის - პირბადეების ტარებას, სოციალური დისტანციის დაცვას, ტერიტორიის რეგულარულ, პერიოდულ სანიტარიზაციას და ა.შ. გარდა ამისა, ბაზრობების ადმინისტრაციების ვალდებულებაა, უზრუნველყონ ორ კვირაში ერთხელ თანამშრომელთა არანაკლებ 20%-ის ტესტირება. მათ სახელმწიფო აძლევს საშუალებას, დარეგისტრირდნენ სპეციალურ პორტალზე - www.labour.moh.gov.ge და ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, 1-ელ მარტამდე, სახელმწიფო დაფინანსებით, თანამშრომლები უფასოდ გატესტონ.

პირველმა ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ ბიზნესის წარმომადგენლებთან ინტენსიური შეხვედრების მიზანია, ეკონომიკის გახსნა იყოს მდგრადი, გონივრული და რაც მთავარია, დაცული, ვინაიდან ყოველდღიურად ინფიცირების მაღალი მაჩვენებლების არსებობის შემთხვევაში ნორმალურ ეკონომიკურ ცხოვრებაზე საუბარი ვერ იქნება. ამიტომ, აუცილებელია, როგორც მთავრობის, ისე ბიზნესისა და მოქალაქეების ერთობლივი ძალისხმევა და თანმიმდევრული გადაწყვეტილებების მიღება, რათა ეპიდემიოლოგიური ვითარების სტაბილიზაციის კუთხით მიღწეული შედეგები საფრთხის ქვეშ არ დადგეს და ქვეყანამ გრძელვადიან პერსპექტივაში სწრაფი ეკონომიკური აღდგენის პოტენციალი შეინარჩუნოს.
ბიზნესთან აქტიური კომუნიკაცია გრძელდება. მთავრობის ყველა შესაბამისი უწყება და ბიზნესომბუდსმენის აპარატი, მუდმივად ჩართულია ბიზნესთან უშუალო სამუშაო პროცესში.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა