logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
logo2
logo2
თიბისი წლის საუკეთესო SME ბანკის ნომინაციაშია წარდგენილი
თიბისი წლის საუკეთესო SME ბანკის ნომინაციაშია წარდგენილი
16:44 27.01.2021
Efma და მასტერქარდი 2021 წელს, პირველად გამოავლენენ წლის საუკეთესო SME ბანკს და საუკეთესო SME ბანკირს. დაჯილდოებაში Efma-მ თიბისი და თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე ნიკა ქურდიანი წარადგინა.

გამარჯვებული ონლაინ ხმის მიცემით გამოვლინდება. ხმის მიცემა ხვალამდე, 28 იანვრამდე შემდეგ ლინკზე efma.com იქნება შესაძლებელი.

თიბისი წლის საუკეთესო SME ბანკის ნომინაციაში მსოფლიოში ისეთ დიდ და წარმატებულ ფინანსურ ინსტიტუტებს შორისაა წარდგენილი, როგორებიცაა: Barclays UK, Banco Itau Brazil, Swedband Sweden, და ა.შ. ხოლო ნიკა ქურდიანი - წლის საუკეთესო SME ბანკირებს შორის დასახელდა, სულ ნომინირებულია 7 კანდიდატი მსოფლიოს წამყვანი ბანკებიდან.

„ევროპის ფინანსებისა და მარკეტინგის ასოციაცია ერთგვარად აფასებს იმ ინოვაციებს და ბიზნეს ინიციატივებს, რომლებიც მსოფლიოს წამყვანმა ფინანსურმა ინსტიტუტებმა დანერგეს ბაზარზე მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერებისთვის. ასეთ მსხვილ და გავლენიან ბანკებს შორის თიბისის დასახელება არის ჩვენი გუნდისმიერ მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად გაწეული შრომის და მიღწევების აღიარება,“ - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

დაწესებული ჯილდოები მსოფლიოს SME ინდუსტრიის ყველაზე ინოვაციურ მოთამაშეს გადაეცემა, შესაბამისად, ეს აღიარება დაეხმარება ინსტიტუტებს, წარმოჩინდნენ გლობალურ ინოვაციურ ლიდერებად. კანდიდატები მცირე და საშუალო ბიზნეს ინდუსტრიაში გაწეული სამუშაოსა და ისეთი კრიტერიუმების მიხედვით შეირჩნენ, როგორებიცააინოვაციები, ბიზნეს ინიციატივები, ბიზნესის შედეგები და ა.შ. ასევე, მხედველობაში მიიღეს ფინანსური ინსტიტუტის ზომა, ბაზრის წილი და ბაზარზე არსებობის ისტორია.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა