logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
logo2
logo2
მაია ცქიტიშვილი: ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ, როგორ შეიძლება ერთობლივად ვიმუშაოთ, რათა შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა იყოს ისეთი სახით წარმართული პროცესი, რომელიც უახლოეს მომავალში ისევ არ მოგვიტანს ინფიცირების მაღალ მაჩვენებლებს
მაია ცქიტიშვილი: ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ, როგორ შეიძლება ერთობლივად ვიმუშაოთ, რათა შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა იყოს ისეთი სახით წარმართული პროცესი, რომელიც უახლოეს მომავალში ისევ არ მოგვიტანს ინფიცირების მაღალ მაჩვენებლებს
22:15 26.01.2021
ჩვენ, ყველას ერთად, როგორც სახელმწიფოს, ასევე ბიზნესს, გვაქვს პასუხისმგებლობა, რომ ამ ქვეყანაში, ეპიდემიოლოგიური ფონი წარმატებით ვმართოთ და ძალიან სწრაფად შევძლოთ ქვეყნის გახსნა ისეთი სახით და ტურიზმის ამოქმედება ზაფხულის სეზონის განმავლობაში, რომ არ მოგვიწიოს შეზღუდვების დაწესება. - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, მინისტრებისა და ბიზნესის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მაია ცქიტიშვილმა იმ თემებზე ისაუბრა, რაზე შეხვედრის დროს გამახვილდა ყურადღება და ხაზი გაუსვა, რომ როგორც შეზღუდვების დაწესების, ასევე შეზღუდვების შემსუბუქების შესახებ გადაწყვეტილებებს, მთავრობა იღებს იმ ეპიდემიოლოგიური ვითარების ძალიან დეტალური და მუდმივი ანალიზის საფუძველზე, რომელიც ქვეყანაში არსებობს.

„ეს არ არის პირველი, ან ერთადერთი შეხვედრა. ბიზნესთან კომუნიკაციის პროცესი მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს და როგორც ტურიზმის ადმინისტრაცია, ასევე ეკონომიკის სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტროს შრომითი ინსპექცია, ბიზნესომბუდსმენის აპარატი, მუდმივ რეჟიმში, სამუშაო ჯგუფების დონეზე არის პროცესში ჩართული ბიზნესთან. რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ განსაკუთრებით იმ ბიზნესის წარმომადგენლებს, ვისაც ჯერ კიდევ არ შეეხო შეზღუდვების შემსუბუქება, აქვთ ძალიან რთული ვითარება თავის ბიზნესში, ბიზნესის მუშაობის თვალსაზრისით, თუმცა ჩვენ, ყველას ძალიან კარგად გვესმის და დღესაც, ჩვენი საუბრის დიდი ნაწილი იმასაც შეეხო, რომ ჩვენ, ყველას ერთად, როგორც სახელმწიფოს, ასევე ბიზნესს, გვაქვს პასუხისმგებლობა, რომ ამ ქვეყანაში, ეპიდემიოლოგიური ფონი წარმატებით ვმართოთ და ძალიან სწრაფად შევძლოთ ქვეყნის გახსნა ისეთი სახით და ტურიზმის ამოქმედება ზაფხულის სეზონის განმავლობაში, რომ არ მოგვიწიოს შეზღუდვების დაწესება. აქედან გამომდინარე, როგორც არაერთხელ განვაცხადეთ, ჩვენ, ყველა გადაწყვეტილებას, რომელსაც პანდემიის პირველივე დღიდან, პრაქტიკულად, უკვე ერთი წელია ვახორციელებთ, როგორც შეზღუდვების დაწესების, ასევე შეზღუდვების შემსუბუქების შესახებ გადაწყვეტილებებს ვიღებთ იმ ეპიდემიოლოგიური ვითარების ძალიან დეტალური და მუდმივი ანალიზის საფუძველზე, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არსებობს და არსებობს საკმაოდ მაღალ დონეზე. გადაწყვეტილებებს ვიღებთ, როგორც ეპიდემიოლოგიურ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ასევე, იმ საერთო, ზოგადი ვითარების ანალიზის, საერთაშორისო პრაქტიკის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, ევროპის ჯანდაცვის ორგანიზაციის და მსგავსი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების, თუ საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით. სწორედ ამას ეფუძნება არსებული შეზღუდვების მოხსნის გეგმაც.
ბიზნესს, ისევე, როგორც საჯარო სივრცეში ისმოდა კითხვები, რომ ამა თუ იმ გადაწყვეტილების ლოგიკაში უნდოდათ უფრო მეტი ინფორმაცია მიეღოთ, ამიტომ, დღეს, ეკატერინე ტიკარაძესა და ამირან გამყრელიძის მონაწილეობით ჩატარდა ეს შეხვედრა. ჩვენ, დღეს გვქონდა საშუალება, რომ ბიზნესისთვის აგვეხსნა და მათ შორის, პასუხი გაგვეცა იმ კითხვებზე, სადაც ამა თუ იმ გადაწყვეტილების ლოგიკას ვერ ხედავდნენ. რა თქმა უნდა, მათ შორის, საუბარი გვქონდა იმაზე, თუ როგორ შეიძლება ერთობლივად ვიმუშაოთ იმისთვის, რომ შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა იყოს კარგად მართვადი პროცესი, როგორც სახელმწიფოს, ასევე ბიზნესის მხრიდან და ისეთი სახით წარმართული პროცესი, რომელიც უახლოეს მომავალში ისევ არ მოგვიტანს ინფიცირების მაღალ მაჩვენებლებს“, - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა