logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
logo2
logo2
ლევან კაკავა: 2021 წლის 26 იანვარი ეძღვნება საბაჟო ორგანოების გაერთიანებულ ძალისხმევას კორონავირუსის კრიზისიდან გამოსასვლელად
ლევან კაკავა: 2021 წლის 26 იანვარი ეძღვნება საბაჟო ორგანოების გაერთიანებულ ძალისხმევას კორონავირუსის კრიზისიდან გამოსასვლელად
16:52 26.01.2021
26 იანვარს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრები მსოფლიოს საბაჟო ორგანიზაციის წევრ 182 საბაჟო ადმინისტრაციასთან ერთად, საბაჟოს საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. 2021 წელს, საბაჟოს საერთაშორისო დღე საერთო სლოგანით - ,,საბაჟო ეკონომიკის აღდგენის სამსახურში“ აღინიშნება.

საბაჟოს საერთაშორისო დღე თბილისის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ონლაინ ფორმატში გაიმართა. მებაჟე ოფიცრებს პროფესიული დღე მიულოცეს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა, შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ, ასევე, სამსახურის უფროსის მოადგილემ ვლადიმერ ხუნდაძემ და საბაჟო დეპარტამენტის უფროსმა მამუკა ჯანგულაშვილმა.

როგორც შემოსავლების სამსახურის უფროსმა აღნიშნა, 2020 წლის განმავლობაში მსოფლიოში COVID-19-ის პანდემიის გავრცელების შედეგად განვითარებულმა მოვლენებმა ძირეულად შეცვალა ხელისუფლების ყველა ორგანოს, მათ შორის, საგადასახადო და საბაჟო ადმინისტრაციების დღის წესრიგი.

„სამსახური პირველივე დღეებიდან აქტიურად იყო ჩართული ვირუსის გავრცელების პრევენციის, პანდემიის შედეგების შემსუბუქებასთან დაკავშირებულ მხარდამჭერ ისეთ მნიშვნელოვან ღონისძიებებში, როგორიცაა: საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობა, მოქალაქეების სოციალური მხარდაჭერა, მეწარმეების დახმარება და ეკონომიკის სტიმულირებასთან დაკავშირებული შეღავათები. მებაჟე-ოფიცრებო, მსურს დიდი მადლობა გადაგიხადოთ თქვენი მაღალი შეგნებისთვის, თავდაუზოგავი შრომისთვის, ასეთ სარისკო და ცვლად გარემოში. განსაკუთრებული მადლობა, მსურს გადავცე ჩვენ თურქ კოლეგას, რომელმაც ვიდეო მიმართვით მიულოცა მებაჟე ოფიცრებს პროფესიული დღე. საგულისხმოა, რომ ბატონ თურაგაისთან ინტენსიური კონსულტაციებისა და მისი მხარდაჭერის შედეგად, 2020 წელს გაიზარდა სახმელეთო საავტომობილო ტრანზიტული გადაზიდვების მაჩვენებელი საქართველოს ტერიტორიის გავლით“, - აღნიშნა ლევან კაკავამ.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული პარტნიორული ურთიერთობებისთვის სტრატეგიულ პარტნიორებსა და დონორ ორგანიზაციებს მადლობა გადაუხადა.

სამსახურებრივი მოვალეობის ღირსეულად შესრულებისა და მჭიდრო თანამშრომლობისთვის მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის მიერ დაწესებული ღირსების მოწმობები გადაეცათ საბაჟო დეპარტამენტის 18 მებაჟე ოფიცერს და პარტნიორ უწყებებს (დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია), ასევე, საბაჟო სისტემის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ფინანსთა მინისტრის მადლობის სერტიფიკატები გადაეცათ დონორი ორგანიზაციების (აშშ-ს ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამა (EXBS) და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია IOM ) წარმომადგენლებს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა