logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
logo2
logo2
სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, ქვემო ქართლში მესაქონლეობის ახალი ფერმა ამოქმედდა
სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, ქვემო ქართლში მესაქონლეობის ახალი ფერმა ამოქმედდა
11:17 23.01.2021
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დამია გეურარხში, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, ანარ სადიკოვმა თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი მესაქონლეობის ფერმა ააშენა. ფერმის მშენებლობაზე 2 მლნ ლარამდე თანხა დაიხარჯა, აქედან 1,5 მლნ ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია, დანარჩენი - ფერმერის ინვესტიცია. ახალ ფერმაში ყოველდღიურად 4 ტონა ნედლ რძეს აწარმოებენ. პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხორციელდება; ფერმაში 20 ადგილობრივია დასაქმებული.

მესაქონლეობის ახალი ფერმა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ილია თამარაშვილმა და ქვემო ქართლის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა დაათვალიერეს და სამუშაო პროცესს გაეცნენ.

„შეღავათიანი აგროკრედიტის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში,აგრარულ საქმიანობაში ჩართული პირებისთვის, სოფლის განვითარების სააგენტო სესხის პროცენტის თანადაფინანსებას ახორციელებს. სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური მხარდაჭერა ფერმერებს ბიზნესის წამოწყებასა და მის განვითარებაში ეხმარება“, - განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ილია თამარაშვილმა.

როგორც მხარის რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა აღნიშნა, სოფელ დამია გეურარხში აშენებული ახალი ფერმა კიდევ ერთი მაგალითია, თუ როგორ შესაძლებლობებს იძლევა სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის მიმართულებით არსებული სახელმწიფო პროექტები.
შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, ქვემო ქართლის რეგიონში, ჯამში, 308 მლნ ლარზე მეტი ღირებულების 7 ათასზე მეტი სესხია გაცემული, სააგენტოს გაცემულმა თანადაფინანსებამ 47 მლნ ლარზე მეტიშეადგინა.

შეღავათიანი აგროკრედიტის სახელმწიფო პროექტი 2013 წლიდან ხორციელდება, რაც სოფლის მეურნეობაში ჩართულ პირებს შესაძლებლობას აძლევს იაფი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრები აგრობიზნესის დაწყების და განვითარებისკენ მიმართონ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა