logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
logo2
logo2
EBRD-ის რეგიონული დირექტორი გიორგი გახარიას: გასული წლის განმავლობაში ორჯერ უფრო მეტის მიღწევა შევძელით ერთად, ვიდრე რომელიმე წინა წელს გაგვიკეთებია
EBRD-ის რეგიონული დირექტორი გიორგი გახარიას: გასული წლის განმავლობაში ორჯერ უფრო მეტის მიღწევა შევძელით ერთად, ვიდრე რომელიმე წინა წელს გაგვიკეთებია
17:43 22.01.2021
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის(EBRD) რეგიონულ დირექტორს კავკასიაში კატარინა ბიორლინ ჰანსენს შეხვდა.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა EBRD-ს მადლობა გადაუხადა სამაგალითო თანამშრომლობისთვის და აღნიშნა, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი არა მხოლოდ საქართველოს ძალიან კარგი პარტნიორია, არამედ მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქვეყნის განვითარებაში.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით EBRD-ის ინვესტიციების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ბენეფიციარია, მისი დივერსიფიცირებული პორტფოლიო კი ენერგეტიკის სექტორიდან სოფლის მეურნეობამდე და კერძო სექტორის ჩათვლით, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე, განსაკუთრებით COVID-პანდემიის პერიოდში.

EBRD-ის რეგიონული დირექტორის შეფასებით, საქართველოს მთავრობასა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შესანიშნავი თანამშრომლობა აკავშირებთ და დასახული მიზნების განხორციელების კუთხით გასული წელი საუკეთესო იყო.

„გასულ წელს ჩვენ ორჯერ უფრო მეტის მიღწევა შევძელით, ვიდრე რომელიმე წინა წელს ერთად გაგვიკეთებია. ამდენად, ძალიან კმაყოფილნი ვართ თანამშრომლობით. ძირითადი საქმე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის თბილისის წარმომადგენლობიდან კეთდება. ჩვენ სრული დატვირთვით ვმუშაობთ და ძალიან ვამაყობთ მიღწეული შედეგებით. დღევანდელი შეხვედრისას მიმოვიხილეთ გასული წლის შედეგები, რომელიც უდავოდ შესანიშნავი იყო. ასევე ვისაუბრეთ წლევანდელ მიზნებსა და სტრატეგიაზე, რომელსაც მომდევნო 5 წლისთვის ახლა ვწერთ საქართველოსთან მიმართებით. ვისაუბრეთ ასევე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ახლად დანიშნული პრეზიდენტის ქალბატონი ოდილ ღენო-ბასოს მომავალი ონლაინ-შეხვედრების შესახებ, რომლებიც 1-2 თებერვალს შედგება“, - აღნიშნა კატარინა ბიორლინ ჰანსენმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა