logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
logo2
logo2
ქით ქროთი: აშშ განსაკუთრებით მოხარულია უსაფრთხო ქსელების ხაზებში საქართველოს გაწევრიანებით
ქით ქროთი: აშშ განსაკუთრებით მოხარულია უსაფრთხო ქსელების ხაზებში საქართველოს გაწევრიანებით
12:23 15.01.2021
„ძალზედ მოხარული ვარ, რომ ისეთი დიდებული ქვეყანა, როგორიც საქართველოა უერთდება Clean Network Lines (სუფთა/უსაფრთხო ქსელების ხაზები) ქვეყნებს, რომელთა რიცხვი მზარდია“, - ამის შესახებ აშშ- ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ეკონომიკური ზრდის, ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის საკითხებში ქით ქროქმა აშშ-სა და საქართველოს შორის 5G ქსელების უსაფრთხოების შესახებ მემორანდუმის გაფორმებისას განაცხადა.

მემორანდუმში ხაზგასმულია აშშ - ისა და საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელობა მეხუთე თაობის უსადენო საკომუნიკაციო ქსელების (5G) განვითარების მიმართულებით. მემორანდუმის თანახმად, 5G იძლევა შესაძლებლობას, შეიქმნას აპლიკაციების ფართო სპექტრი, მათ შორის, რომლებიც გამოყენებული იქნება საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მომსახურების მისაწოდებლად, რაც სარგებელს მოუტანს ორი ქვეყნის მოქალაქეებსა და ეკონომიკებს.

ქით ქროქის თქმით, აშშ-ი განსაკუთრებით მოხარულია საქართველოს გაწევრიანებით უსაფრთხო ქსელებში. მისივე განცხადებით, საქართველო ყოველთვის იყო აშშ-ს საიმედო პარტნიორი უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებში.

„აშშ განსაკუთრებით მადლიერია საქართველოსი, რომელიც მხარს გვიჭერს ავღანეთში და ჩვენც ასევე მყარად ვუჭერთ მხარს საქართველოს ნატოში გაერთიანებას და წინააღმდეგობას, რომელსაც ქვეყანა უწევს რუსეთის შემაშფოთებელ ქმედებებს. საქართველოს რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევის შთამაგონებელი ისტორია აქვს, მიუხედავად მათ ხელთ არსებული რესურსებისა. რუსეთი კვლავ რჩება მნიშვნელოვან საფრთხედ, ვინაიდან კვლავ აგრძელებს ქვეყნის 20%-ის ოკუპირებას“, - განაცხადა ქით ქროქმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თქმით, საქართველო არის გამჭვირვალე, უსაფრთხო და დემოკრატიული ქვეყანა, რომელიც აგრძელებს მუშაობას უსაფრთხოების გაზრდის, ასევე, ინტელექტუალური საკუთრებისა და პერსონალური მონაცემების დაცვის მიმართულებით.

„დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს დამოკიდებულებას ამ საკითხების მიმართ. თქვენ უერთდებით იმ გუნდს, რომელიც ორიენტირებულია უსაფრთხოების გაძლიერებაზე საერთაშორისო დონეზე. როგორც საქართველო, ისე აქ, ვაშინგტონი, თანაბრად მოხარულები ვართ, ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებით“, - აღნიშნა ქით ქროქმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა