logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ელექტროენერგიის გადამცემი და გამანაწილებელი სისტემების ოპერირების საქმიანობის განცალკევება 1-ლი იანვრის ნაცვლად 6 თვით გახანგრძლივდა
ელექტროენერგიის გადამცემი და გამანაწილებელი სისტემების ოპერირების საქმიანობის განცალკევება 1-ლი იანვრის ნაცვლად 6 თვით გახანგრძლივდა
14:19 09.01.2021
„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების“ შესახებ საქართველოს კანონში შევიდა ცვლილება, რომლითაც ელექტროენერგიის გადამცემი და გამანაწილებელი სისტემების ოპერირების საქმიანობის განცალკევება (კერძოდ, გენერაციის, გადაცემის, განაწილების და მიწოდების განცალკევება) 2021 წლის 1-ლი იანვრის ნაცვლად 6 თვით გახანგრძლივდა - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებასია ნათქვამი.

"ამ პერიოდში დასრულდება ელექტროენერგიის გადამცემი და გამანაწილებელი სისტემების ოპერირების საქმიანობის განცალკევება, რომელიც ევროკავშირის ენერგეტიკულ გაერთიანებასთან მიერთების შედეგად საქართველოს მიერ აღებული ერთერთი ვალდებულებაა.

2021 წლის 1-ელ ივლისამდე პერიოდში საქართველოს ელექტროენერგიის მიწოდება არსებული ლიცენზიების საფუძველზე უწყვეტად და სტაბილურად განხორციელდება.

ზემოაღნიშნული დამატებითი ვადის საჭიროება სხვადასხვა მიზეზმა გამოიწვია. ერთერთია ის, რომ „ენერგოპრო ჯორჯიას“ ელექტროენერგიის განაწილების საქმიანობის არეალში ჯერჯერობით ვერ იქნა იდენტიფიცირებული ისეთი კომპანია, რომელიც თანახმაა განახორციელოს მიწოდების საქმიანობა. იმ მიზეზით, რომ მიწოდების საქმიანობა შეიძლება არ ყოფილიყო საკმარისად მომგებიანი ბიზნესის სეგმენტი, „ენერგოპრო ჯორჯიამ“ თავი შეიკავა ახალი კომპანიის ჩამოყალიბებისგან, რის უფლებასაც მას საქართველოს კანონმდებლობა აძლევს.

საქართველოს მთავრობა, აგრძელებს რა კომუნიკაციას „ენერგოპრო ჯორჯიასთან“, განიხილავს სხვა ალტერნატივებსაც - სხვა დამოუკიდებელი კომპანიის დაინტერესება, სახელმწიფო კომპანია „ესკოს“ ბაზაზე მიმწოდებლის ჩამოყალიბება და სხვ, რათა რეფორმით დადგენილი ელექტროენერგიის გადამცემი და გამანაწილებელი სისტემების ოპერირების საქმიანობის განცალკევების ვადის დასრულების შემდეგ, სრულად იქნას დაცული მომხმარებლის ინტერესი, ჰქონდეს ელექტროენერგიის სტაბილური და უწყვეტი მომარაგება" - აცხადებენ სამინისტროში.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა