logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
შემოსავლების სამსახურში ონლაინ ფორმატში წარმატებულ თანამშრომელთა დაჯილდოება გაიმართა
შემოსავლების სამსახურში ონლაინ ფორმატში წარმატებულ თანამშრომელთა დაჯილდოება გაიმართა
20:53 30.12.2020
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ უწყების 92 წარმატებული თანამშრომელი სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის მადლობის სიგელით დააჯილდოვა.

,,ჩემთვის დიდი პატივია ჩემს კოლეგებთან ერთად, მონაწილეობა მივიღო დაჯილდოების ცერემონიაში. მოხარული ვარ, რომ თქვენთან ერთად, ერთიანი ძალისხმევით შევძელით წარმატებით დაგვესრულებინა საქართველოსთვის ნამდვილად ურთულესი 2020 წელი და მნიშვნელოვანი შედეგებისთვის მიგვეღწია. COVID-19-ის პანდემიამ მსოფლიო ეკონომიკა არნახული გამოწვევების წინაშე დააყენა. ცხადია, არც საქართველო დარჩენილა მოვლენების მიღმა. მთავრობის მიერ მიღებულმა ანტიკრიზისულმა ზომებმა საგრძნობლად შეარბილა და შეამსუბუქა კრიზისის დარტყმა. სხვადასხვა სახის ფინანსური ვალდებულებების გადავადება, სუბსიდირება, სოციალური დახმარებები, სამუშაო ადგილების შენარჩუნების მიზნით საგადასახადო შეღავათები, სწორედ ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებებია. დამდეგ 2021 წელს, ახალი შედეგების მისაღწევად, კიდევ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ და ამაში თითოეული თქვენგანის დახმარება გვჭირდება. გულითად მადლობას გიხდით თქვენი საქმის ერთგულებისთვის, იმ პროფესიონალიზმისა და პასუხისმგებლობისთვის, რომელსაც დღევანდელ რთულ გამოწვევებთან ბრძოლაში იჩენთ. სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ ყველას, ვისაც ვირუსი დაუდასტურდა და ვინც მკურნალობის კურსს გადის“, -აღნიშნა ლევან კაკავამ.

შემოსავლების სამსახურში გამართულ დაჯილდოვების ცერემონიას შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილეები მამუკა ბარათაშვილი, ირაკლი შარტავა და ვლადიმერ ხუნდაძე ესწრებოდნენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა