logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
მამუკა მდინარაძე: გთავაზობთ, დღესვე შევძლოთ პრემიერის მიერ დაანონსებული გადაწყვეტილების ბიუჯეტში ასახვა
მამუკა მდინარაძე: გთავაზობთ, დღესვე შევძლოთ პრემიერის მიერ დაანონსებული გადაწყვეტილების ბიუჯეტში ასახვა
15:07 29.12.2020
„ვიმუშაოთ იმაზე, რომ კონკრეტული ციფრები გვქონდეს სიტყვა-სიტყვით, როგორ უნდა აისახოს, მათ შორის, სამი მთავარი მიმართულება - სოციალურად დაუცველების მიმართულებით, მეორე - ელექტროენერგიასთან დაკავშირებით და პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასთა ზრდის და სხვაობის დაზღვევის მიმართულებით, ეს გადაწყვეტილება დღესვე ავსახოთ“,- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ.

„ტარიფების ზრდასთან დაკავშირებით, ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ სიურპრიზი არ ყოფილა თვითონ ფაქტი. სამი წლის განმავლობაში ტარიფი არ იყო გადახედილი, გასაგებია, რომ მარეგულირებელს რაღაც გადაწყვეტილების მიღება მოუწევდა, თუმცა, დღეს, პრემიერმინისტრის განცხადებიდანაც ჩანდა, ჩვენ ამაზე ვიმსჯელეთ, წინასწარ გვქონდა გარკვეული კონსულტაციები, ისევე, როგორც, ზოგადად, ბიუჯეტთან დაკავშირებით და ამ მოლოდინიდან გამომდინარე, გარკვეული გადაწყვეტილებების პროექტიც არსებობს. დღეს მე თქვენ გთავაზობთ, რომ არა სამომავლოდ დაგვჭირდეს, რომ, ვთქვათ, იანვარში შევიკრიბოთ იმისთვის, რომ ცვლილებები მივიღოთ ბიუჯეტის პროექტში, არამედ, დღესვე შევძლოთ, რომ ეს გადაწყვეტილება, რაც პრემიერმინისტრის მხრიდან დაანონსდა, ასახული იყოს იმ დოკუმენტში, რომელსაც დღეს უნდა ვუყაროთ კენჭი და ხმა მივცეთ და რომელსაც უნდა დავეთანხმოთ, აქედან გამომდინარე, გთავაზობთ და პარლამენტის თავმჯდომარესაც ვთხოვ, რომ ნაცვლად ერთი საათის შესვენებისა, საათნახევარი ან ორი საათით, მე ვიცი, რომ თქვენი აზრიც ეს არის და ვიცი, რომ ბატონი ვანოც ამ მოსაზრებას ეთანხმება და შემთხვევით არ ვაყენებ ამ საკითხს, გადავდოთ იმისთვის, რომ კონკრეტული ციფრები აისახოს პროექტში და როდესაც მას დასრულებული სახე ექნება, უკვე საქართველოს მოაქალაქეს ჰქონდეს იმის გარანტია, რომ სუბსიდირება, რომელიც დაანონსდა დღეს პრემიერმინისტრის მხრიდან, ჩვენთან შეთანხმებით, ასევე, იყოს უკვე მოქალაქისთვის გარანტირებული, აქედან გამომდინარე, ჩვენ ამაზე ვიმუშაოთ და ჩვენ დღეს უკვე ავსახოთ ამ დოკუმენტში, რომელსაც კენჭს ვუყრით, შესაბამისად, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ვიმუშაოთ იმაზე, რომ კონკრეტული ციფრები გვქონდეს სიტყვა-სიტყვით, როგორ უნდა აისახოს, მათ შორის, სამი მთავარი მიმართულება - ერთი სოციალურად დაუცველების მიმართულებით სუბსიდირება, წყალთან დაკავშირებით, მეორე - ელექტროენერგიასთან დაკავშირებით 300 კილოვატამდე და მესამე - პირველადი მოხმარების პროდუქტებზე აქაც რომ ფასთა ზრდა და სხვაობა დავაზღვიოთ, შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება დღესვე ავსახოთ, ამიტომ, ცოტა მეტი დრო გვჭირდება იმისთვის, რომ ეს დეტალები დავაზუსტოთ და აისახოს შესაბამის პროექტში, რომელსაც უკვე ვუყრით კენჭს და მხარს დავუჭერთ“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა